როიტერსი: ტრამპმა, შესაძლოა, რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესოს, თუმცა ჯერ სურს ევროპამ გააძლიეროს ზეწოლა

-ის პრეზიდენტის, ს ადმინისტრაციამ მოამზადა დამატებითი სანქციები, რომელთა გამოყენებასაც შეძლებს ს ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორების მიზანში ამოსაღებად, თუ ს პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი კვლავ გააჭიანურებს ში მოსკოვის მიერ წარმოებული ომის დასრულებას.
ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო როიტერსი, -ის ოფიციალურ პირზე და ვითარებაში გარკვეულ კიდევ ერთ წყაროზე დაყრდნობით.
ამასთან, აშშ-ის წარმომადგენლებმა ევროპელ კოლეგებს უთხრეს, რომ მხარს უჭერენ რუსეთის გაყინული ქონების გამოყენებას სთვის აშშ-ის იარაღის შესასყიდად, და რომ ვაშინგტონში დაიწყო შიდა კონსულტაციები აშშ-ში განთავსებული რუსეთის ქონების გამოყენებაზე უკრაინის საომარი ძალისხმევისთვის.
როიტერსის თანახმად, ჯერჯერობით უცნობია ვაშინგტონი რეალურად თუ გადადგამს ამ ნაბიჯებს მოკლევადიან პერსპექტივაში – თუმცა ეს დისკუსიები მოწმობს, რომ ადმინისტაცია ემზადება ზეწოლის კიდევ უფრო გასაძლიერებმად მას მერე, რაც ტრამპმა ოთხშაბათს რუსეთს სანქციები დაუწესა, თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ პირველად.
ტრამპი თავს წარმოაჩენს მშვიდობის გლობალურ დამცველად, თუმცა აღიარებს, რომ ში რუსეთის მიერ სამ წელზე მეტი დროის განმავლობაში წარმოებული ომის დასრულების მცდელობა აღმოჩნდა უფრო რთული, ვიდრე წარმოედგინა.
ევროპელ მოკავშირეებს იმედი აქვთ რომ ტრამპი გააგრძელებს მოსკოვზე ზეწოლას და თავადაც გეგმავენ საგულისხმო ნაბიჯებს ამ თვალსაზრისით.
აშშ-ის მაღალჩინოსანმა სააგენტო როიტერსს უთხრა, რომ ტრამპს სურს რუსეთის მიმართ შემდეგი დიდი ნაბიჯი ევროპელებმა გადადგან, მათ შორის დამატებითი სანქციების ან ტარიფების შემოღებით. კიდევ ერთმა წყარომ სააგენტოსთან გამოთქვა ვარაუდი, რომ ტრამპი ალბათ რამდენიმე კვირის განმავლობაში პაუზას აიღებს და დააკვირდება რუსეთის რეაქციას ოთხშაბათს გამოცხადებულ სანციებზე.
ამ სანქციათა სამიზნე იყო რუსეთის გიგანტური ნავთობკომპანიები, “ლუკოილი” და “როსნეფტი”. ამ ზომებმა ნავთობის ფასები 2 პროცენტზე მეტით გაზარდა და ჩინეთის და ინდოეთის მსხვილ შემსყიდველებს უბიძგა ალტერნატიული წყაროების მოძიებისკენ.
ფორუმი