„როიტერსი“ – ისრაელი უკმაყოფილოა „ჰამასის“ მიერ გასათავისუფლებელ პირთა სიით, რომელიც მან დღეს მიიღო

ისრაელი უკმაყოფილოა „ჰამასის“ მიერ გასათავისუფლებელ პირთა სიით, რომელიც მან დღეს მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტო, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისრაელი აპროტესტებს გასათავისუფლებელ პირთა სიის შემადგენლობას. ამასთან, იმავე წყაროზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ თავად „ჰამასიც“ პრობლემურად მიიჩნევს იმ პირთა სიას, რომელთა გათავისუფლებას ისრაელი შეთანხმების ფარგლებში აპირებს.
„როიტერსის“ ცნობით, კატარი ჩართულია მედიაციის პროცესში, რათა დღეს მძევალთა გაცვლის პროცესი არ გადაიდოს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ