როიტერსი: ირანის უზენაესი ლიდერი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს

ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი გადაიყვანეს ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე უსაფრთხო ადგილას, გაძლიერებული დაცვით, – უთხრა რეგიონის ორმა ოფიციალურმა პირმა სააგენტო როიტერსს.
წყაროთა ინფორმაციით, ირანს მუდმივი კონტაქტი აქვს რეგიონულ მოკავშირეებთან, მათ შორის ჰეზბოლასთან – რომელიც გასამხედროებული ჯგუფი და პოლიტიკური პარტიაა და სამხრეთ ლიბანის დიდ ნაწილს აკონტროლებს, და რომელსაც ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, ევროკავშირს კი მისი გასამხედროებული ჯგუფი ჰყავს შეყვანილი შავ სიაში.
როგორც წყაროები როიტერსს ატყობინებენ, ირანი მოკავშირეებთან მსჯელობს ნაბიჯებზე, რომლებიც უნდა გადაიდგას მას მერე, რაც ისრაელმა გამოაცხადა, რომ 27 სექტემბერს მის მიერ ბეირუთზე განხორციელებულ თავდასხმას ემსხვერპლა ჰეზბოლას ლიდერი, ჰასან ნასრალა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ბიძინას ჩინურმა მარადონამ: ამდენი ხანია მტკიცებულება ვერ დადეს, რომ ჩემი მბრძანებელი რუსეთის კაციაო – რეჟიმის პროპაგანდა ერთი-ერთში იმეორებს რუსულ ნარატივებს – საითაც არ გაიხედავ და რაშიც არ ჩაიხედავ, ყველგან რუსეთია

რეზო კიკნაძე – დღეს საქართველო თვალჭრელიძეზე მდგარი ის შენობაა, საიდანაც ხალხი გამოასახლეს – იქ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ფორმიანი უსამართლობის დამცველი არაკაცები კი, რუსეთი, ნუ შევარჩენთ ამასაც – ახლა პროტესტმა იქ უნდა გადაინაცვლოს