როინ ქოჩორაშვილი: ყველა გულანთებულ და თავის ქვეყანაზე შეყვარებულ ადამიანს მინდა მივმართო არ წამოეგონ მიზანმიმართულ პროვოკაციას — როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან

პარ­ტია “გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის” წევ­რი როინ ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი:
არ მსურს, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ქმედებებმა — არც ერთ მხარეს — ქვეყანა მიიყვანოს სამოქალაქო დაპირისპირებამდე.
4 ოქტომბერი ბოიკოტის მომხრეებისთვის არის მშვიდობიანი რევოლუციის დღე, ხოლო უპასუხისმგებლო და არალეგიტიმური ხელისუფლებისთვის — დიქტატურის ოფიციალურად გაფორმების დღე.
ყველა გულანთებულ და თავის ქვეყანაზე შეყვარებულ ადამიანს მინდა მივმართო
არ წამოეგონ მიზანმიმართულ პროვოკაციას — როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან. ეს იქნება კიდევ ერთი დიდი შავი ლაქა და ტრაგედია საქართველოს ისტორიაში.
არ არსებობს დამხობა ძალადობის გარეშე. თუ ვინმეს აწყობს ქვეყანაში დაძაბული ფონი, ეს არის „ქართული ოცნება“, რათა საკუთარ მოსახლეობას კიდევ ერთხელ დაანახოს საკუთარი ძალა.
🟣ა ის გზა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აცლის ძალას და ასუსტებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო მასშტაბით.
ამ განცხადებას ვაკეთებ, რადგან არ მინდა 5 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები კვლავ გახდნენ სამოქალაქო დაპირისპირების, დარბევისა და სისხლისღვრის მოწმეები.