როიალის დადგმა ფუფუნების საგანი არ არის, ყველა ევროპულ პარლამენტში დგას – ბოლქვაძე

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ელისო ბოლქვაძის განცხადებით, პარლამენტში როიალის დადგმა ფუფუნების საგანი არ არის.
ამის შესახებ მან დღეს, 14 ნოემბერს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რითიც ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის რეპლიკას უპასუხა. ბიუროს სხდომაზე საუბრობდა, რომ პარლამენტი ოპოზიციის კანონპროექტებს არ განიხილავს. მისი თქმით, პარლამენტი სამი წელია ელისო ბოლქვაძის ინიციატივასაც არ იხილავს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში როიალის დადგმას შეეხება.
„აგერ, სამი წელი გთხოვთ [ელისო ბოლქვაძე], როიალი დამიდგითო და ვერ დაუდგით, არ გრცხვენიათ?!“, – განაცხადა გოცირიძემ.
რომან გოცირიძის პასუხად ელისო ბოლქვაძემ განაცხადა, რომ როიალი ყველა ევროპულ პარლამენტში დგას.
„ძალიან ბევრი სპეკულაციებია [პარლამენტში] ამ როიალის დადგმასთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ როიალის დადგმა ფუფუნების საგანი არ არის. ყველა ევროპულ პარლამენტში დგას როიალი, იმართება კონცერტები. კონცერტები და კლასიკური მუსიკა გართობის თემა არ არის. ეს არის ცნობიერების ამაღლება“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – მე ვრჩები ერთგული იმ ქვეყნის კონსტიტუციის, რომლის წინაშე ფიცი 6 წლის წინ დავდე, კონსტიტუცია, რომელიც გათელეს ფეხქვეშ, მაგრამ დგას, როგორც დგას საქართველო – არავინ არ ჩათვალოს, რომ არ ვარ ყველას პრეზიდენტი – ვარ და ვიქნები

პრეზიდენტი – ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს – მართალია თქვენ აქ „რაღაც 300 კაცი“ ხართ, მე გისოსების უკან ყოფნას დამპირდნენ, მაგრამ ჩვენ ხომ არ გვეშინია?