თბილისი ევროპის ნამდვილი დედაქალაქია და ყველა თქვენით ვამაყობთ. თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა და ჩვენგან მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერ მხარდაჭერაზე მეტს შეგიძლიათ ელოდოთ.
დღეს ერთ-ერთმა აქტივისტმა და ერთ-ერთმა ჟურნალისტმა გვკითხა, „ქართული კოშმარის“ ამომრჩევლებს რა უნდა ვუთხრათო? ჩემი გზავნილი და პასუხი ძალიან მარტივია: გთხოვთ, ძვირფასო ქართველებო, ქართული კოშმარის ამომრჩევლებო, მოუსმინეთ ახალ თაობას, მოუსმინეთ თქვენს შვილებს, მოუსმინეთ თქვენს და-ძმებს. ვიცი, რომ თქვენი გული ბრაზით სავსეა, მაგრამ გთხოვთ, მინდა, მიშელ ობამა მოვიხმო – „თუ ისინი ფკსერზე ეშვებიან, ჩვენ ზემოთ ავდივართ“. არ დაიჯეროთ ეს ტყუილები, ეს შეთქმულების თეორიები, ჩვენ არ ვართ რადიკალები, თქვენ არ ხართ რადიკალები. თქვენ უბრალოდ ევროპაში გავრცელებულ აზრს წარმოადგენთ, რადგან იბრძვით იმისთვის, რასაც ევროპა წარმოადგენს სინამდვილეში – დემოკრატია, დამოუკიდებლობა, თავისუფლება, კანონის უზენაესობა.
სამწუხაროდ, თქვენი მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრის საშუალება არ გვქონია. აქ მხოლოდ იმისთვის არ ვართ, რომ თქვენთან სოლიდარობა გამოვხატოთ. აქ იმისთვისაც ვართ, რომ ერთმანეთს მოვუსმინოთ. ჩვენი გზავნილი მთავრობისა და მმართველი პარტიისთვის ძალიან ნათელია: გაიწვიეთ ეს კანონი! დაბრუნდით ევროპაში!
ჩვენ აქ ვდგავართ, სხვადასხვა პარტიებს, სხვადასხვა თაობებს, სხვადასხვა გამოცდილებებსა და სხვადასხვა მრწამსს წარმოვადგენთ, მაგრამ ყველანი გაერთიანებულები ვართ, როგორც ქართველი ხალხის მეგობრები და მოკავშირეები. ამიტომ მინდა გთხოვოთ: არ დანებდეთ! გწამდეთ თქვენი აზრების სიძლიერის, რადგან სხვა ამაყი პროევროპელები წარსულში კედლებს ანგრევდნენ, სიძულვილსა და ბრაზს ამარცხებდნენ, რადგან სჯეროდათ თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის. ევროპაში ყველა ჩვენგანისთვის თქვენ შთამაგონებელი მისაბაძი მაგალითი ხართ. გთხოვთ, იყავით ძლიერები და იყავით ფრთხილად! და მადლობა ყველა თქვენგანს.
