გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ევროკავშირმა “არ უნდა ჩააბარონ საქართველო და სომხეთი რუსულ იმპერიალიზმს”.
“ძვირფასო ნიკოლ ფაშინიან, გილოცავთ ევროკავშირისკენ ამ უზარმაზარ ნაბიჯს. რაოდენ ისტორიული გადაწყვეტილებაა! ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირის არა უბრალოდ კეთილ სიტყვებს იპოვის, არამედ აქტიურად დაუჭერს მხარს სომხეთს. ჩვენ არ უნდა ჩავაბაროთ საქართველო და სომხეთი რუსულ იმპერიალიზმს,” – წერს როთი X-ზე.
***
სომხეთის პარლამენტმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების კანონპროექტს მხარი დაუჭირა. კანონპროექტს დღეს, 12 თებერვალს 63-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 7-მა დეპუტატმა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.
კანონპროექტის ინიციატორია – სამოქალაქო ინიციატივა დემოკრატიული ძალების პლატფორმა, რომელმაც 2 თვის განმავლობაში 60 000-ზე მეტი ხელმოწერა მოაგროვა, კანონპროექტის ინიცირებისთვის კი 50 000 ხმაც საკმარისი იყო.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/f7f34et001nxau1-k4nGLw-300x194.jpeg)