როდ ლეივერის ტურნირის პირველი საშეჯიბრო დღე – ტურნირს ფედერერიც ესტუმრა

როდ ლეივერის სახელობის ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს, გუნდებმა ორ-ორი გამარჯვება მოიპოვეს და ანგარიში მათ შორის 2-2 ფიქსირდება.
შეხვედრები როგორც ერთეულთა, ისე წყვილთა თანრიგში გაიმართა. წყვილთა თანრიგში გამარჯვება მსოფლიოს გუნდმა შეძლო. ევროპის გუნდს ლეგენდარული ჩოგბურთელი, ბიორნ ბორგი კაპიტნობს, ხოლო მსოფლიოს გუნდის სათავეში ტიტულოვანი ამერიკელი, ჯონ მაკენროია.
ტურნირს შვეიცარიელი “მაესტრო” როჯერ ფედერერი სტუმრობს. ფედერერს 103 ATP ტიტული აქვს მოგებული.
როჯერის ბოლო ოფიციალური მატჩი, სწორედ ლეივერის თასზე შედგა. ,,მაესტრო” კარიერის ბოლო შეხვედრაში თავისი გუნდის ღირსებას, ასევე ლეგენდარულ ჩოგბურთელთან, რაფაელ ნადალთან ერთად წყვილთა თანრიგის
შეხვედრაში იცავდა.
ცნობისთვის, როდ ლეივერის თასი, 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
მოამზადა გიორგი ყარმაზანაშვილმა