როდის უნდა ველოდოთ ტემპერატურის მატებას საქართველოში – რას ამბობს სინოპტიკოსი

საქართველოში, ბოლო რამდენიმე დღეა ამინდი გაუარესდა და კიდევ რამდენიმე დღე არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, ქარის გაძლიერება.
კვირის განმავლობაში მაღალმთიან რაიონებში თოვლიც არის მოსალოდნელი.
“ზოგადად, მარტის თვის მთლიანი პროგნოზი, ნორმასთან შედარებით 2 გრადუსით მაღალია და ნალექები, ნორმაზე ნაკლებია. მარტი, ასეა თუ ისე მაინც ცვალებადია.
მარტს როგორც ახასიათებს, ცვალებადი ამინდები იქნება რამდენიმე დღე. 26 მარტიდან, კვლავ ველით გამოდარებას.
თვის ბოლოსკენ, ტემპერატურა +27 გრადუსს მიაღწევს. დედაქალაქში, უნალექო და მზიანი ამინდებია მოსალოდნელი. მარტის ბოლოს გაზაფხული ძალაში შედის, ამიტომ თვის ბოლოსკენ, კიდევ უფრო საგრძნობი იქნება გაზაფხულის შემოსვლა”,- ამბობს “პრაიმტაიმთან” სინოპტიკოსი ხათუნა ქოქოსაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას