“როდის იყო რომ საქართველოს სჭირდებოდა და ხალხი არ იდგა მხარდამხარ” – ნიკოლოზ რაჭველი

“ჩვენ ყველაფერს მიჩვეული ვართ. დღევანდელი დღე,წარმომიდგენია, როგორც უდიდესი სიყვარულს დღე. ასეთ შეკრებებზე ერთიანდებიან ადამიანები, ვისაც აქვს გახურებული და ანთებული გული თავისი სამშობლოსთვის და ერთმანეთისთვის. ჩვენი სამშობლო სხვა რა არის თუ არა ერთმანეთისთვის ყოველდღიური ყოფნა. ეს არის რეფერენდუმი და არა უბრალოდ , ჩვენი ცივილიზებული დასავლური პარტნიორების სამყარო, მათ შორის კოლეგები, გულშემატკივრები ყველანი გულშემატკივრობენ, ვიღებთ ასობით წერილებს და 26 ოქტომბერს, როგორც ჩვენ ველოდებით, ასევე ყველა ორკესტრი ევროპული, უკრაინული და ამერიკული, რომელთანაც ჩვენ გვქონია შეხება და გადაკვეთა. ყველას უნდა საქართველოს კარგი მომავალი. საქართველო ყველასთვის ძვირფასია. მნიშვნელოვანია, რომ იყოს ხალხმრავლობა, როდის იყო რომ საქართველოს სჭირდებოდა და ხალხი არ იდგა ერთმანეთის მხარდამხარ და ასე იქნება დღესაც”

ასევე დაგაინტერესებთ