როდის და რატომ შეიქმნა ოლიმპიური თამაშები?

ცხელი საფეხბურთო ზაფხულის შემდეგ, სპორტის მოყვარულების ყურადღება საფრანგეთის დედაქალაქმა მიიპყრო, სადაც 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები იმართება. პარიზში 206 ქვეყნის წარმომადგენელი 10,714 სპორტსმენი შეიკრიბა, რომლებიც ერთმანეთს 30-ზე მეტ სპორტის სახეობაში დაუპირისპირდებიან. სპორტული აქტივობების ჩამონათვალში ვხვდებით, როგორც ყველასთვის კარგად ნაცნობ და შეიძლება ითქვას, ტრადიციულ ოლიმპიურ სახეობებს, მათ შორის ძიუდოს, ჭიდაობას, ტანვარჯიშსა და ცურვას, ასევე სკეიტბორდინგს, შვიდკაცა რაგბის და ოლიმპიურ ბრეიკინგს, რომელიც, სხვათა შორის, ოლიმპიადაზე წელს პირველად გამოჩნდება.
სიახლისა და უკეთესობისკენ სწრაფვა, ისევე, როგორც დაუღალავი ადამიანური ჟინის განდიდება ის საძირკველია, რომელსაც თანამედროვე ოლიმპიური თამაშები ეფუძნება, მაგრამ იმისთვის, რომ ოლიმპიური თამაშების არსში უკეთესად გავერკვეთ, ამ სპორტული მოვლენის ისტორიას უნდა გადავხედოთ. პირველი ოლიმპიური თამაშები ძველი წელთაღრიცხვით 776 წელს, საბერძნეთის მცირე ზომის ქალაქ ოლიმპიაში გაიმართა – შესაბამისად, სახელწოდება “ოლიმპიადა” სწორედ ამ ტოპონიმს უკავშირდება. თავის დროზე, ოლიმპიური თამაშები კლასიკური ანტიკური კულტურის და რელიგიის ზეიმად მიიჩნეოდა, რადგან ეს სპორტული ყრილობა ძველი ბერძნების ღმერთების ღმერთის – ზევსის პატივსაცემად იმართებოდა.
ვრცლად bm.ge–ზე