საქართველო-ალბანეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 28 სექტემბერს, 12:00-ზე დაიწყება. ინფორმაციას ეროვნული ნაკრები ავრცელებს.
ბილეთები ონლაინ რეჟიმში, TKT.GE-ზე გაიყიდება და მისი ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება.
უეფას ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის მეოთხე შეხვედრას საქართველოს ნაკრები ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 14 ოქტომბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
