როდის გაიხსნება ივანიშვილის ფონდის $375-მილიონიანი სასტუმროები

ს ტურიზმის განვითარების ფონდი უკვე მეშვიდე წელზე მეტია თბილისში თაბორის მთასა და სოლოლაკში, ასევე აბასთუმანში სასტუმროების პროექტების განვითარებით არის დაკავებული. არსებული მდგომარეობით ფონდის ოპერირებაში ორი სასტუმროა, ესენია პარაგრაფ შეკვეთილი, რომელიც $130 მილიონი დაჯდა და პარაგრაფ თბილისი, რომლის საინვესტიციო ღირებულებაც $161 მილიონი დოლარია.
BMG-იმ ფონდის პრესსსამსახურს მიმართა კითხვით როდის დასრულდება მათი სხვა საინვესტიციო პროექტები და რა მოცულობის ინვესტირებას ახორციელებენ მათში. ფონდის თანახმად, კონკრეტული დასრულების თარიღი ცნობილია სამი ობიექტისთვის, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება $375 მილიონი დოლარია, ხოლო დანარჩენი სამი პროექტის დასრულების თარიღი უცნობია, რადგანაც ისინი განვითარების უფრო ადრეულ ეტაპზეა, აღნიშნული პროექტების საინვესტიციო ღირებულება 298 მილიონი დოლარია.
“თანაინვესტირების ფონდის” პასუხის თანახმად:
1) პარაგრაფ აბასთუმანი – $87 მლნ;
სტატუსი: დასრულდება 2026 წელს
2) პარაგრაფ თაბორი – $174 მლნ;
სტატუსი: დასრულდება 2025 წელს
3) სასტუმრო სიღნაღში – $56 მლნ;
სტატუსი: დასრულების ვადა 2024 წელს;
4) გამაჯანსაღებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე – $123 მლნ;
სტატუსი: თარიღი დაზუსტდება პროექტის კორექტირების შემდეგ)
5) სასტუმრო განმუხურში – $60 მლნ;
სტატუსი: თარიღი დაზუსტდება პროექტის კორექტირების შემდეგ)
6) სასტუმრო და საკონფერენციო ცენტრი სოლოლაკში – $115 მლნ-ის ინვესტიცია.
სტატუსი: თარიღი დაზუსტდება პროექტის კორექტირების შემდეგ)”- ნათქვამია თანაინვესტირების ფონდის პასუხში.
წყარო: Bm.ge