როდის აღდგება სრულად გაზის მიწოდება? – “თბილისი ენერჯი”

როდის აღდგება სრულად გაზის მიწოდება? – “თბილისი ენერჯი”
თბილისი ენერჯი განცხადებას აქვეყნებს, სადაც წერს, როდის განახლდება სრულად გაზის მიწოდება.
ქსელიდან გათიშული აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება განახლდება ხვალ, დილის 8 საათიდან და სრულად აღდგება ვაკეში 15:00, ხოლო საბურთალოზე 22:00 საათამდე. 📍 ამ დროისთვის სრულად ჩართულია დიდუბე-დიღომი. 📍 ვაკის რაიონის უდიდესი ნაწილი. 📍 საბურთალო- ნუცუბიძეზე 57096 აბონენტს აღუდგა ბუნებრივი გაზის მიწოდება. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე გვიან ღამე ბუნებრივი გაზის ჩართვა ქსელში არ შეიძლება. თბილისი ენერჯი გიხდით ბოდიშს შექმნილი უდიდესი დისკომფორტის გამო. ❗გთხოვთ, არ დატოვოთ გაზის დანადგარები და გაზის ცენტრალური ონკანები ღია მდგომარეობაში. ეს დაგვეხმარება გაზმომარაგების დროულად აღდგენაში, – წერს უწყება.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – ჩვენ მოვახერხეთ შეუძლებელი და პირველებმა ყოფილი იმპერიის სივრცეში დავამტკიცეთ, რომ რუსეთის გარეშე ცხოვრება ბევრად უკეთესია – მე არ გავტყდები, არ შევეგუები და ვიბრძოლებ თქვენს და ჩემს გამარჯვებამდე

გზების დეპარტამენტი – ავტომაგისტრალებზე შეზღუდვების შესახებ ახალი საგზაო ნიშნები განთავსდა – 22 დეკემბრიდან შსს საშუალო სიჩქარის დიფერენცირებული კონტროლის მონაკვეთებში 80 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბების დარღვევების ადმინისტრირებას იწყებს