როდის ამოქმედდება EU-ს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების ახალი კანონი? – იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, EU-ს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების ახალი კანონი დეკემბრის შუა რიცხვებში ამოქმედდება
ხელმოწერის ცერემონია დასრულებულია. ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების ახალი კანონი დეკემბრის შუა რიცხვებში ამოქმედდება”, – წერს იოზვიაკი.
შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ მექანიზმის განახლებას, რომელიც შენგენის ზონაში მოგზაურობისთვის მესამე ქვეყნების ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას გაამარტივებს, მხარი 17 ნოემბერს დაუჭირა.
ცვლილების ძალაში შესვლის შემდეგ, ევროკავშირს საშუალება ექნება, უფრო მარტივად შეუჩეროს უვიზო მიმოსვლის სტატუსი ქვეყანას, თუ ის ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან თანხვედრაში არ მოდის. ამასთან, ვიზალიბერალიზაცია გაუქმდება, თუ მესამე ქვეყანასთან ევროკავშირის ურთიერთობა გაუარესდება, მაგალითად, ადამიანების უფლებების დარღვევის გამო.
ახალი რეგულაციით, უვიზო მიმოსვლის პირველად შეჩერების ხანგრძლივობა 12 თვემდე გაიზრდება, ნაცვლად ახლა მოქმედი 9 თვისა. ამასთან, პირველადი პერიოდი შესაძლოა, მაქსიმუმ, 24 თვემდე გახანგრძლივდეს.
ახალი მექანიზმი ასევე ითვალისწინებს ვიზების გაუქმების მიზანმიმართულ მიდგომას.