ცვლილება კიდევ ერთხელ გადავადდა. ახალი ფორმის პასპორტი და პირადობა 6 ოქტომბრიდან გაიცემა.
მოქალაქეები ახალ პირადობის მოწმობას, პასპორტს და დიპლომატიურ პასპორტს განახლებული დიზაინით პირვანდელი რედაქციით 1-ელ ივნისს უნდა აეღოთ. შემდეგ ვადამ 1-ელ აგვისტომდე გადაიწია “ოცნების” მთავრობაში იუსტიციის მინისტრის პაატა სალიას 31 ივლისს ხელმოწერილი დადგენილების მიხედვით კი, ცვლილება კიდევ 2 თვით გადავადდა და ძალაში 6 ოქტომბერს შევა.
დადგენილებაში წერია, რომ 2026 წლის 1 იანვრამდე გაიცეს სპეციალური წესით – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
ამასთან, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარეს ენიჭება უფლება, განსაკუთრებულ შემთხვევაში გამოსცეს დროებითი წესის დამადასტურებელი ინდივიდუალური აქტი, რომლითაც დოკუმენტების გაცემის კრიტერიუმები და ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება.
ახალი დიზაინის დოკუმენტები კი უნდა შეიცავდეს:
· ახალი პირადობის მოწმობა უნდა შეიცავდეს „ინტეგრირებულ მე-4 დონის დამცავ ერთ ნიშანს, რომელიც კლასიფიცირდება, როგორც კონფიდენციალური“;
· მოწმობაზე დაიტანება დამკვეთისა და დამამზადებლის სახელწოდებები ინიციალებით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (სემგს) რეგისტრაციის ნომერი;
· ახალი მოწმობა ასევე უნდა მოიცავდეს სერტიფიკატებს ან/და გასაღებებს, რომლებიც უზრუნველყოფს დოკუმენტის ან მასზე დატანილი მონაცემების ერთიანობის, ავთენტურობისა და კონფიდენციალურობის დაცვას, მათ შორის – მფლობელის თითის ანაბეჭდსაც.
· ბრძანებით გათვალისწინებულია, რომ მოწმობის ელექტრონულ მატარებელზე, მფლობელის სურვილით, ჩაიწეროს:კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატი და შესაბამისი მონაცემები;
· ფიზიკური პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატი და შესაბამისი მონაცემები;
· ასევე დამცავი მონაცემები, რომლებიც ხელს უშლის მონაცემების არასანქცირებულ გამოყენებას.
