ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა:
რა ზუსტად ლაგდება ყველაფერი….
რა კარგად დაიხატა ჰორიზონტი,
აკი ამბობდა ძველი ხალხი თეთრი და შავი @რაკი აბანოში გამოჩნდებაო.
საუკუნის ყველაზე დიდი განბანვის მოწმეები ვართ.
უსისსხლოდ, ტყვიის და დენთის გარეშე სულ უფრო უახლოვდება განკითხვის დღე წლობით ჩანერგილ აგენტურას.
სპეციალურად გადავიკითხე მთელი ლიტერატურა, რაც ჩანერგილების ისტორიაზეა შექმნილი. რა ზედმიწევნით ზუსტად მიყვებოდა “საქართველოს ხაზი” “აყირავების” გზას.
“გზა”საკვანძო სიტყვაა, რადგან სწორედ დიდი, ევროპა-აზიის გამაერთიანებელი გზის, უშველებელი მაგისტრალის და შუა დერეფნის დასრულებასთან ერთად უნდა ამოქმედებულიყო გეგმა
“ავტობანი საქართველოს გარეშე” ანუ ახალი “აბრეშუმის” გზა გაივლიდა ტერიტორიაზე
” საქართველო” და არა ქვეყანაზე!
ეს გეგმა მშვენივრად განჭვრიტეს დღევანდელმა მესაჭეებმა მთავრობაში და ამოქმედდა გეგმა დასწრებაზე, რათა მტერი დეზორიენტაციაში შესული უამრავ სამართლებრივ შეცდომას დაუშვებდა.
ირაკლი კობახიძის ეპოქალური სიტყვა, რომ საქართველო თავისი გზით ივლის და ევროპულ დიდ ოჯახს მაშინ შეუერთდება, როცა თავად ევროპას.მოუნდება სუვერენულ საქართველოსთან თანამშრომლობა, იყო სერიოზული დარტყმა აგენტურაზე, რომლებმაც მხოლოდ ის მოიფიქრეს, რომ ქუჩაში გამოვარდნენ და პოლიციელები დაგვიწვეს.
არის დანაშაული?
არის!
დგება ეჭქვეშ მართლსაწინააღმდეგო ქმედება?
არამც და არამც!
დანარჩენი დროის ამბავი იყო, ცოტაც და უნდა გაგვეძლო პრიბალტიკელების აგრესიისთვის.
გავუძელით?
დიახ! და აი მათი სანაქებო ქართველთმოძულე მთავრობა გადადგა.
გავუძელით ბაიდენისეულ ბულინგს?
დიახ!
და დღეს აშშ-ში ძალიან ღირსეული ელჩი გვყავს!
ვუძლებთ თითოეული მებრძოლი არნახულ ბულუნგს და შეურაცხყოფას?
აბა რა!
ამათზე მოსაშლელი ნერვი ჩემმა თაობამ ჯერ კიდევ 90-იანებში ლითონით მოიპირკეთა!
ასე რომ ადიოს ბოროტებავ!
ყველაფერი საუკეთესოდ ლაგდება და დიდი ეროვნული სიხარულიც არ არის ცხრა მთას იქით.
როდესმე შევმცდარვარ?
