“როდესაც ჩვენ დავასრულებთ, მმართველობა ხელში თქვენ უნდა აიღოთ” – -ის პრეზიდენტი ირანელ ხალხს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყება დაადასტურა.

ვიდეო მიმართვაში სახელმწიფოს მეთაურმა მთავარ მიზნებად თეირანის სარაკეტო არსენალის, ასევე სამხედრო ძალებისა და საზღვაო ფლოტის სრული განადგურება და ბირთვული პროგრამის აღდგენის მცდელობის აღკვეთა დაასახელა.

პრეზიდენტმა პირდაპირ გაუსვა ხაზი 1979 წლის -ირანის დიპლომატიურ კრიზისს, როდესაც რევოლუციიდან რამდენიმე დღეში ირანმა 66 ამერიკელი 444 დღის განმავლობაში მძევლად აიყვანა და მათი გათავისუფლების მოთხოვნად ამერიკის მხრიდან ირანისთვის “თავის დანებება” დაასახელა.

ტრამპმა გამოსვლაში ისლამურ რევოლუციურ გუშაგთა კორპუსს (IRGC) იარაღის დაუყოვნებლივ დაყრისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ გარდაუვალი ფიზიკური განადგურებით დაემუქრა.

სამხედრო იერიშების პარალელურად, დონალდ ტრამპმა უშუალოდ ირანელ ხალხს მიმართა და მოუწოდა, დაბომბვების დასრულებისთანავე სრული ძალაუფლება და მთავრობის მართვის სადავეები საკუთარ ხელში აიღონ. პრეზიდენტის თქმით, ეს ისტორიული შანსი მოქალაქეებისთვის წლების განმავლობაში მოთხოვნილი თავისუფლების მოპოვების ერთადერთი და უნიკალური შესაძლებლობაა.

“როცა ჩვენ დავასრულებთ, მმართველობა ხელში თქვენ უნდა აიღოთ. ასეთი მეორე შანსი თაობების განმავლობაში აღარ გექნებათ”,- აცხადებს ტრამპი.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა