დღეს გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ ტურში “დენვერ ნაგეთსმა” “ნიუ ორლეან პელიკანსი” ოვერტაიმში 132:129 დაამარცხა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე, რა თქმა უნდა, ნიკოლა იოკიჩი გახდა. სერბმა 42:34 წუთში 27 ქულა, 13 მოხსნა და 10 შედეგიანი პასი მიითვალა.
“დენვერიდან” ასევე გამოირჩა ჯამალ მარი, კანადელმა უკანახაზელმა 41:17 წუთში 27 ქულა, 8 მოხსნა და 4 ასისტი დააგროვა.
შეხვედრის შემდეგ NBA-ის 3-გზის სეზონის საუკეთესო კალათბურთელმა ნიკოლა იოკიჩმა პატარა ბიჭუნას ავტოგრაფზე უარი უთხრა. გთავაზობთ ვიდეოს.
ცნობისთვის, “ნაგეთსი” 15 მოგებითა და 11 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს
იკავებს, მაიკ მელოუნის გაწვრთნილ გუნდი მორიგ შეხვედრას 24 დეკემბერს, “ფინიქს სანსის” წინააღმდეგ გამართავს.