როდესაც ღონისძიებას ესწრებიან ბლინკენი, ბორელი და სხვა ევროპელი ლიდერები, იქ აბსოლუტურად ლოგიკურია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა – კობახიძე

“როდესაც კონკრეტულ ღონისძიებას ესწრებიან ბლინკენი, ბორელი, სხვა ევროპელი ლიდერები, იქ აბსოლუტურად ლოგიკურია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა,”- ეს განცხადება პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი მ ოპოზიციის პასუხად გააკეთა, რომელიც ეუთო-ს მინისტერიალზე საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობას აპროტესტებს.
მისივე თქმით, ეუთო-ს მინისტერიალში მონაწილეობაზე ობიექტური კითხვები არ არის.
“აქაც კი, ვიღაცები ახერხებენ სპეკულირებას. მინდა, სხვა ქვეყნებს ვურჩიო ოთხჯერ ნაკლები ღვინო გაყიდონ რუსეთში, ვიდრე ყიდიან და მერე ისაუბრონ რაღაც ღონისძიებებში მონაწილეობა – არმონაწილეობაზე. ეს ორმაგი სტანდარტია კონკრეტული ქვეყნების, რომლებიც ღვინის წარმოებით არ არიან დაკავებულნი და ჩვენზე ოთხჯერ მეტ ღვინოს ყიდიან რუსეთში, ეს ხომ არის ორმაგი სტანდარტი. როდესაც ბლინკენი და ბორელი მონაწილეობენ ღონისძიებაში, იქ ჩვენი პასუხისმგებლობაც არის, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი იყოს წარმოდგენილი,”-განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ტვ პირველის“ სიუჟეტი იყო მიკერძოებული, არაკრიტიკული შინაარსის და წარმოადგენდა არაკომპეტენტურ მცდელობას, რომ კრედიტის თხოვნა წარმოჩენილიყო ბრალდებულის მხრიდან ინვესტიციის განხორციელების დასტურად

ზუსტად 5 თვეში, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჩემთან ერთად დანიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ყველას შეუძლია, გატესტოს საკუთარი რეიტინგი ამ არჩევნებში