როდესაც საქართველოს არჩევნებში იგებს პარტია, რომელიც არ არის ბრიუსელისთვის ფავორიტი, მაშინ შედეგები კითხვისნიშანის ქვეშ დგება. არავის უნდა ჰქონდეს უფლება, რომ სხვა სახელმწიფოებზე გასცეს ცივილიზაციის სერტიფიკატი

როდესაც საქართველოს არჩევნებში იგებს პარტია, რომელიც არ არის ბრიუსელისთვის ფავორიტი, მაშინ შედეგები კითხვისნიშანის ქვეშ დგება. არავის უნდა ჰქონდეს უფლება, რომ სხვა სახელმწიფოებზე გასცეს ცივილიზაციის სერტიფიკატი
როდესაც საქართველოს არჩევნებში იგებს ისეთი პარტია, რომელიც არ არის ბრიუსელისთვის ფავორიტი, მაშინ არჩევნების შედეგები კითხვისნიშანის ქვეშ დგება. არავის უნდა ჰქონდეს უფლება, რომ სხვა სახელმწიფოებზე გასცეს ცივილიზაციის სერტიფიკატი, – განაცხადა „ქრონიკასთან“ ევროპარლამენტარმა დანილო დელა ვალემ.
მისივე თქმით, გონივრულად არ მიაჩნია, რომ საქართველოს შიდა საკითხები ევროპარლამენტში ხუთჯერ განიხილონ ისე, თითქოს ევროპარლამენტარები არჩევნების დამკვირვებლები იყვნენ.
„საქართველოს მოქალაქეები შეიძლება ფიქრობდნენ, რომ საქართველოს ბრიუსელისთვის ტოპ-პრიორიტეტია, რადგან ეს საკითხი ევროპარლამენტში ბევრჯერ განვიხილეთ. რეზოლუციებსაც ვუყარეთ კენჭი. ახალი პარტნიორების მიღება, გაწევრება ევროკავშირში, ცხადია მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, თუმცა გონივრულად არ მიმაჩნია, რომ საქართველოს შიდა საკითხები ევროპარლამენტში ხუთჯერ განიხილონ ისე, თითქოს ევროპარლამენტარები არჩევნების დამკვირვებლები იყვნენ. ეუთომ საქართველოში ჩატარებული სამართლიანად აღიარა. ამიტომ, არ მესმის რა არის რეალური ამოცანა ამ დისკუსიების უკან. ახალი წევრების მიღების საკითხი მეგობრულ ფორმატში უნდა ხდებოდეს და არა მტრად მოკიდებით. როდესაც საქართველოს არჩევნებში იგებს ისეთი პარტია, რომელიც არ არის ბრიუსელისთვის ფავორიტი, მაშინ არჩევნების შედეგები კითხვისნიშანის ქვეშ დგება. არავის უნდა ჰქონდეს უფლება, რომ სხვა სახელმწიფოებზე გასცეს ცივილიზაციის სერტიფიკატი“, – აღნიშნა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას