როდესაც რუსთაველის გამზირზე, სრული მობილიზაციის პირობებშიც კი გამოსულია 300 ქართველი ხალხი, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალური აქცია, ამას არ შეიძლება, ეწოდოს პროტესტი

როდესაც რუსთაველის გამზირზე, სრული მობილიზაციის პირობებშიც კი გამოსულია 300 ქართველი ხალხი, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალური აქცია, ამას არ შეიძლება, ეწოდოს პროტესტი
როდესაც რუსთაველის გამზირზე სრული მობილიზაციის პირობებშიც კი ვერ გამოგყავს 300 კაციც კი, ეს ნიშნავს, რომ ეს პროტესტი არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ არის უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალური აქცია, 300 ქართველი ხალხი არის გამოსული და ამას არ შეიძლება, ეწოდოს პროტესტი.„ყოველდღიურად 50 ადამიანი კეტავდა ქუჩას, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ დღეში ხდება დაახლოებით 20-25 ადამიანის დაკავება.
მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს. პროტესტი არ არსებობს. როდესაც რუსთაველის გამზირზე, სრული მობილიზაციის პირობებშიც კი ვერ გამოგყავს 300 კაციც კი, ეს ნიშნავს, რომ ეს პროტესტი არ არის. ეს ნიშნავს იმას, რომ არის უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალური აქცია, 300 ქართველი ხალხი არის გამოსული და რა თქმა უნდა, ამას არ შეიძლება, ეწოდოს პროტესტი. რაც სინამდვილეში არ არის პროტესტი, იმაზე ვერავის დავარქმევინებთ პროტესტს“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თბილისის ფინანსური სამიტი ხელს შეუწყობს რეგიონულ თანამშრომლობას ფინანსური სერვისების განვითარების მიმართულებით, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, საქართველო, ფინანსური ტექნოლოგიების ჰაბი გახდეს

ბიძინა ივანიშვილს აქვს უკომპრომისო დამოკიდებულება კორუფციის მიმართ, მე პირადად ვაგებ პასუხს, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ ქვეყანაში კორუფციის აღმოსაფხვრელად და ეს არის შემდგარი ფაქტი, 2 წლის განმავლობაში როდესაც ვერ გვიჩვენებთ ვერც ერთ აქტს, ტენდერს, პრივატიზაციას, სადაც არის კორუფციის ნიშნები, ეს ნიშნავს იმას, რომ რადიკალური ნაბიჯები გადავდგით

2024 წლის 8 თებერვლიდან მთავრობა მუშაობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ, შეგიძლიათ, დააკვირდეთ საქართველოს მთავრობის საქმიანობას, თუ ამოიკითხავთ კორუფციის რაიმე ნიშანს, მზად ვართ, ყველა კითხვას გავცეთ პასუხი, ყველა მიმართულებით პრაქტიკა შეიცვალა და ბიუჯეტი მაქსიმალურ სარგებელს იღებს მთავრობის ყველა გადაწყვეტილებიდან