როდესაც პრეზიდენტი აგვისტოს ომის წაგებიდან ერთ კვირაში აგზავნის თვითმფრინავს გერმანიაში „კბენითი თერაპიის სპეციალისტის“ ჩამოსაყვანად, ეს მხოლოდ დანაშაული არ არის – ეს ქვეყნის სირცხვილია

როდესაც პრეზიდენტი აგვისტოს ომის წაგებიდან ერთ კვირაში აგზავნის თვითმფრინავს გერმანიაში „კბენითი თერაპიის სპეციალისტის“ ჩამოსაყვანად, ეს მხოლოდ დანაშაული არ არის – ეს ქვეყნის სირცხვილია
„როცა ადამიანი იპარავს 9 მილიონ ლარს ბიუჯეტიდან და ამას ახმარს თავის კეთილდღეობას, ეს დიდი დანაშაულია, – განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა სასამართლოს მიერ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე სთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთის მისჯის თემის კომენტირებისას.
მისი თქმით, როდესაც პრეზიდენტი აგვისტოს ომის წაგებიდან ერთ კვირაში აგზავნის თვითმფრინავს გერმანიაში „კბენითი თერაპიის სპეციალისტის“ ჩამოსაყვანად, ეს მხოლოდ დანაშაული არ არის – ეს ქვეყნის სირცხვილია.
„ნებისმიერ ქვეყანაში, როდესაც ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი იხარჯება პრეზიდენტისთვის გასახდომ პროცედურებზე, ბოტოქსის გაკეთებაზე, მეგობრებისთვის საჩუქრების შეძენაზე და ა.შ., ეს მიიჩნევა დანაშაულად. აქ მორალზეც არის საუბარი. როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი 2008 წლის აგვისტოს ომის წაგებიდან ერთ კვირაში აგზავნის სპეციალურ თვითმფრინავს გერმანიაში „კბენითი თერაპიის სპეციალისტის“ ჩამოსაყვანად, ეს მხოლოდ დანაშაული არ არის – ეს არის სირცხვილი ქვეყნის და იმ ქვეყნის პრეზიდენტის, რომელმაც ომიდან ერთ კვირაში მოიცალა ამ ყველაფრისთვის და დახარჯა ბიუჯეტის ფული“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

უსამშობლო მოღალატეები დაუფარავად ნატრობენ საქართველოში ირანის მოვლენებს. საქვეყნოდ გაცხადებულ უცხოეთის მიერ დაქირავებულ ავაზაკებს სულმოუთქმელად სურთ საქართველოს და მისი მოსახლეობის აღგვა პირისაგან მიწისა

ALDE სულ უფრო მეტად ჰგავს დახურულ პოლიტიკურ კლუბს, სადაც მთავარი ღირებულება ხალხის არჩევანი კი არა, არამედ საკუთარი იდეოლოგიის და პარტიული ქსელის დაცვაა. მათი ჩარევა სხვა ქვეყნების შიდა პროცესებში იშვიათად ემსახურება მოქალაქეთა ინტერესებს