როდესაც მოლოტოვის კოქტეილის მსროლელზე, პოლიციელზე წიხლებით შემდგომზე ამბობს, რომ უსამართლოდაა დაკავებული, ის იმას კი არ ამბობს, რომ არ უსვრია ან წიხლით არ შემდგარა. დაკავებას უსამართლოს იმიტომ უწოდებს, რომ ის ამ ძალადობას ამართლებს – ესაა, როგორც ჩანს, მისი სათქმელი

როდესაც მოლოტოვის კოქტეილის მსროლელზე, პოლიციელზე წიხლებით შემდგომზე ამბობს, რომ უსამართლოდაა დაკავებული, ის იმას კი არ ამბობს, რომ არ უსვრია ან წიხლით არ შემდგარა. დაკავებას უსამართლოს იმიტომ უწოდებს, რომ ის ამ ძალადობას ამართლებს – ესაა, როგორც ჩანს, მისი სათქმელი
„გუშინ, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ “უსამართლოდ დაკავებულების გათავისუფლება” მოითხოვა. ერთი რამე უნდა გვესმოდეს. როდესაც პაველ ჰერჩინსკი მოლოტოვის კოქტეილის მსროლელზე, პიროტექნიკის დამმიზნებელზე, პოლიციელზე წიხლებით შემდგომზე ამბობს, რომ უსამართლოდაა დაკავებული, ის იმას კი არ ამბობს, რომ მოლოტოვი არ უსვრია ერთს ან წიხლით პოლიციელზე არ შემდგარა მეორე. ის დაკავებას უსამართლოს იმიტომ უწოდებს, რომ ის ამ ძალადობას ამართლებს“-წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, თუ ევროკავშირის სახელით ძალადობ, მაშინ შენი ძალადობა პროევროპული ანუ სამართლიანია, ხოლო შენი დასჯა – უსამართლო. ეს ჯერ კიდევ მაშინ თქვეს, როდესაც ბრიუსელმა “მე ვისროლე” კამპანია დააფინანსა და დღისით, მზისით, ევროპარლამენტარებით და დიპლომატებით, ლამის ეროვნულ გმირად გამოგვიცხადეს მოძალადე, რომელიც მოლოტოვის კოქტეილით ადამიანის ცოცხლად დაწვას ცდილობდა.
„გუშინ, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ “უსამართლოდ დაკავებულების გათავისუფლება” მოითხოვა.
ერთი რამე უნდა გვესმოდეს. როდესაც პაველ ჰერჩინსკი მოლოტოვის კოქტეილის მსროლელზე, პიროტექნიკის დამმიზნებელზე, პოლიციელზე წიხლებით შემდგომზე ამბობს, რომ უსამართლოდაა დაკავებული, ის იმას კი არ ამბობს, რომ მოლოტოვი არ უსვრია ერთს ან წიხლით პოლიციელზე არ შემდგარა მეორე. ის დაკავებას უსამართლოს იმიტომ უწოდებს, რომ ის ამ ძალადობას ამართლებს – კი, მოლოტოვის კოქტეილი სასროლი იყო და იმიტომ ესროლა; კი, წიხლებით შესადგომი იყო და შედგა კიდეც; კი, პიროტექნიკაც უნდა ესროლა და ჯობდა უკეთ დაემიზნებინა – ესაა, როგორც ჩანს, მისი სათქმელი.
ამიტომაც არის, რომ ვერ ნახავთ მის ვერც ერთ, ხაზს ვუსვამ, ვერც ერთ განცხადებას, სადაც მან ეს ქუჩის ძალადობა დაგმო. არადა, თითქოს, რა უდგას წინ იმის თქმას, რომ ადამიანის ცოცხლად დაწვის მცდელობა, ელჩის ლექსიკითვე რომ ვთქვათ, ამაზრზენია. მაგრამ არა, არც ერთი გადაბრუნებული სიტყვაც კი. ამ პოსტის შემდეგაც, არა.
ადამიანის უფლებების უპატივცემულობა და ღირებულებების თავდაყირა დაყენება, უცხოელ პოლიტიკოსთა თუ დიპლომატთა რიტორიკაში, სამწუხარო ყოველდღიურობად იქცა. ადამიანის უფლებების უპატივცემულობითაა გამოწვეული, რომ დარღვევის საზომად იქცა თავდამსხმელი და არა მსხვერპლი. თქვი, რომ ხარ “პროევროპელი” და მაშინ მოლოტოვის კოქტეილიც და წიხლიც ლეგიტიმური ბრძოლის იარაღია. თქვი, რომ შენი მიზანი “დიადია” და მაშინ შენი ყველა საშუალება გამართლებულია (როგორ გინდა, აქაც, საბჭოთა კავშირი არ გაიხსენო).
ეს არის, სინამდვილეში, რასთანაც გვაქვს საქმე. თუ ევროკავშირის სახელით ძალადობ, მაშინ შენი ძალადობა პროევროპული ანუ სამართლიანია, ხოლო შენი დასჯა – უსამართლო. ეს ჯერ კიდევ მაშინ თქვეს, როდესაც ბრიუსელმა “მე ვისროლე” კამპანია დააფინანსა და დღისით, მზისით, ევროპარლამენტარებით და დიპლომატებით, ლამის ეროვნულ გმირად გამოგვიცხადეს მოძალადე, რომელიც მოლოტოვის კოქტეილით ადამიანის ცოცხლად დაწვას ცდილობდა. გინახავთ სადმე ევროკავშირის ელჩის სინანული ამაზე? არა. ამასობაში კი, ხალხში უკვე გაჩნდა
ტერმინი – “პროევროპული ძალადობა” და ამ ვითარების ყურება, მართლაც გულსატკენია.
P.S. და აქვე სტანდარტული წინადადება მოსალოდნელი ვიქტიმიზაციის თავიდან ასაცილებლად. არა, ეს არ არის ელჩზე თავდასხმა, ეს არის ლეგიტიმური კრიტიკა, რომელსაც თვითრეფლექსია და პასუხი სჭირდება“-წერს პაპუაშვილი.
Previous: „ევროკავშირი მოლდოვაზე უპრეცედენტო ზეწოლას ახდენს და ცდილობს მეორე დ აქციოს,” – გამოცემა Steigan

ასევე დაგაინტერესებთ

არაბიზაცია არის ტყუილი, რაც ჩვენ ფაქტებით დავადასტურეთ, ინვესტიცია არის უპრეცედენტო, 11 მილიარდის ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ხელშეკრულების შინაარსი მთლიანად ცნობილია საზოგადოებისთვის, დანარჩენი არის სპეკულაციები

რასაც უწოდებდნენ ნატოს ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში, ეს იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, როგორც ედუარდ შევარდნაძე იტყოდა, ამ ორპირ ქარში მოჰყვა ორი ქვეყანა სამჯერ – ერთხელ ეს იყო საქართველო 2008 წელს და ორჯერ – უკრაინა, დღეს ვხედავთ, რომ აშშ-ი ფიქრობს ამ პოლიტიკის გადახედვაზე

ჩვენი გაცხადებული მიზანია, მათ შორის კონსტიტუციური ამოცანაა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ამ პირობებში, სუბიექტურადაც ვართ დაინტერესებული, რომ ევროკავშირში შემობრუნდეს ის უარყოფითი ტენდენციები დადებითისკენ, რომელიც დღეს აბსოლუტურად თვალსაჩინოა და რაზეც აშშ-ის ადმინისტრაცია ღიად საუბრობს

არ არსებობს არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციები, არსებობს მხოლოდ უცხოური მთავრობების მიერ საქართველოში ინტერვენციისთვის დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები, ფარდა ავხადეთ ყველაფერს – რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში, იმას იმეორებს დღეს ტრამპის ადმინისტრაცია და კონკრეტული ყოფილი თანამდებობის პირები