საქართველოში გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც დღეს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება მთავრობასთან კომუნიკაციისას და მის განცხადებებში არ წარმოადგენს ევროკავშირს და ის მხოლოდ უნგრეთის მთავრობის პოზიციას წარმოადგენს. ამის შესახებ ფიშერმა საკუთარ X-ზე დაწერა.
“იმისთვის, რათა ევროკავშირის პოზიცია მოისმინოთ მიმართეთ შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელს,”- აცხადებს ფიშერი.
