“როდესაც მომხმარებელს რესტორანში დაბალი ფასები ხვდება, უნდა დაისვას კითხვა: რა დგას ამის უკან?” – რესტორატორი

საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი, შოთა ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ რესტორნებსა და კაფეებში ტრადიციულ კერძებზე ფასების გაზრდა სარესტორნო სფეროში შემოღებული რეგულაციებითაა განპირობებული – ამის შესახებ რესტორატორმა BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში ისაუბრა.
შოთა ბურჯანაძის თქმით, სარესტორნო სფეროში ფასების ზრდა მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის ზრდის შესაბამისი უნდა იყოს, რადგან კერძებზე ფასის რამდენიმე პროცენტიანი ზრდა რესტორნების ხარჯის შეუსაბამოც კია.
“რესტორნებში ფასის ზრდა იწვევს გარკვეულ უთანხმოებას, გაკვირვებას და საზოგადოების განწყობაც უარყოფითისკენ იცვლება. ჩემი მიდგომა ასეთია ნებისმიერი მიმართულებით, იქნება ეს სარესტორნო სფერო თუ კომუნალური გადასახადები, რომ მთავარია, საზოგადოება იყოს გადახდისუნარიანი. ფოკუსირება უნდა გავაკეთოთ იმაზე, იზრდება თუ არა ხელფასები, რამდენად არის საზოგადოება შესაბამისად მზად ფასების ზრდისთვის, იმიტომ რომ სარესტორნო სფეროში გარკვეული რეგულაციების შემოღების შემდეგ, რომლებიც აუცილებელი და მნიშვნელოვანია ისევ ჩვენი მომხმარებლების უფლებების დაცვისთვის, ფასების ზრდა შეუსაბამოც კია.