როდესაც კონკრეტული ძალები, თან საეჭვო დაფინანსებით, აწარმოებენ ანტიჩინურ კამპანიას, რა თქმა უნდა, ეს არის შემაშფოთებელი

ასეთი კამპანიების მიზანიც არის ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანება. ჩვენ შარშან ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ჩინეთთან. ამ პარტნიორობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენი სახელმწიფო ინტერესების რეალიზებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ მარნეულში, ჟურნალისტის მიერ ანტიჩინურ კამპანიასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, ნებისმიერი ასეთი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება შემაშფოთებელია.
„ასეთი კამპანიების მიზანიც არის ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანება. ჩვენ შარშან ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ჩინეთთან. ამ პარტნიორობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენი სახელმწიფო ინტერესების რეალიზებისთვის, საქართველოსა და ჩინეთს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, მათ შორის ეკონომიკური პარტნიორობის განვითარებისთვის.
როდესაც ასეთ პირობებში კონკრეტული ძალები, თან საეჭვო დაფინანსებით, აწარმოებენ ანტიჩინურ კამპანიას, რა თქმა უნდა, ესეც არის შემაშფოთებელი. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველას ქონდეს სათანადო პოზიცია ყველა იმ აქტზე, რომელიც სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული. ძალიან შემაშფოთებელია ნებისმიერი ასეთი ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

არჩევნების შემდეგ ოპოზიციის ე.წ. ლიდერები პირდაპირ ამბობდნენ, რომ ეუთო/ოდირის ანგარიშები მათთვის იყო ფარატინა ფურცელი, ახლა გამოდიან და ამბობენ, რომ თურმე ეუთო/ოდირის მოწვევა მნიშვნელოვანი და გამწყვეტიც კი არის

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: ევროპელი მაღალჩინოსნების განცხადება სხვა არაფერია, თუ არა იმის მორიგი ლუსტრაცია, რომ გასულ წელს ხელისუფლების დამხობის მცდელობა და მომიტინგეების ბრუტალური ძალადობა სწორედ გარედან იყო მხარდაჭერილი