როდესაც კონკრეტული პოლიტიკოსები და ბიუროკრატები ერთმანეთს უთანაბრებენ ლგბტ პროპაგანდას და ევროინტეგრაციას, ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი – ასეთი მიდგომები სერიოზულად ხელყოფს ქართულს საზოგადოებაში ევროპული სტრუქტურების რეპუტაციას

როდესაც კონკრეტული პოლიტიკოსები და ბიუროკრატები ერთმანეთს უთანაბრებენ ლგბტ პროპაგანდას და ევროინტეგრაციას, ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი – ასეთი მიდგომები სერიოზულად ხელყოფს ქართულს საზოგადოებაში ევროპული სტრუქტურების რეპუტაციას
როდესაც კონკრეტული პოლიტიკოსები და ბიუროკრატები ერთმანეთს უთანაბრებენ ლგბტ პროპაგანდას და ევროინტეგრაციას, ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ასეთი მიდგომები სერიოზულად ხელყოფს ქართულს საზოგადოებაში ევროპული სტრუქტურების რეპუტაციას.
„სანქციებზე საუბარი ცოტა არასერიოზულია და დიდი ხანია არასერიოზული ძალიან არასერიოზული სახე შეიძინა ამ ყველაფერმა. რაც შეეხება კანონს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ – როდესაც კონკრეტული პოლიტიკოსები და ბიუროკრატები ერთმანეთს უთანაბრებენ ლგბტ პროპაგანდას და ევროინტეგრაციას, ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი.
მინდა შეგახსენოთ, რას ითვალისწინებს ეს კანონი, ეს კანონი ითვალისწინებს იმას, რომ არ შეიძლება დაკანონდეს ერთსქესიანი არც ქორწინება და არც პარტნიორობა, არ შეიძლება ამას კანონის სახე მიეცეს. ითვალისწინებს იმას, რომ არ შეიძლება ქირურგიული ჩარევით საქართველოში სქესის შეცვლა. არ შეიძლება ვინმემ დაგაძალოთ, რომ მაინცდამაინც ნეიტრალური ტერმინოლოგია გამოიყენოთ სქესთან დაკავშირებით.
არ შეიძლება, კანონში განისაზღვროს ორის გარდა სხვა სქესთა ე.წ სპექტრი და ა.შ. ანუ, უმარტივესი კანონია, უმარტივეს თემებზეა ამ კანონში საუბარი. 20 წლის წინ ასეთ თემებზე რომ ვიღაცას დაეწყო საუბარი, ალბათ გაუკვირდებოდათ. თუმცა, დღეს სხვა რეალობასთან გვაქვს საქმე – დღეს გვეუბნებიან, რომ ქალის და კაცის გარდა აუცილებლად კანონში უნდა გვეწეროს ბევრი სხვა სქესი. ეს უბრალოდ გაუგონარი რამეა. უფრო მეტიც, ვიღაცები გვეუბნებიან, რომ ეს და ევროინტეგრაცია არის ერთი და იგივე.
არ არის ეს სწორი მიდგომა. ასეთი მიდგომები სერიოზულად ხელყოფს ქართულს საზოგადოებაში ევროპული სტრუქტურების რეპუტაციას“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის

გიორგი კანდელაკის და თინა ხიდაშელის მიზანია საქართველო უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინონ, შექმნან საერთაშორისო იზოლაციის ილუზია და ხელი შეუშალონ იმ პოზიტიურ პროცესებს, რომლებიც დღეს რეალურად მიმდინარეობს

საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო-პროპაგანდისტული საბოტაჟი ან დივერსია, ღალატია, დროა კოლექტიური ხიდაშელ-“ტაივანჩიკები” და კრებსითი გიორგი კალანდაძეები და მსგავსი “შპანა” კანონიერად აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ადგილია