“როდესაც ივანიშვილი მთავრობის სხდომებზე განიხილავდა მინისტრების პირად ცხოვრებას, არავის მოსვლია თავში აზრად, შეებედათ თქმა, ეს ამაზრზენიაო” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი, ლელა ჯეჯელავა:

როდესაც მთავრობის სხდომებზე განიხილავდა თავის გუნდის მინისტრების პირადი ცხოვრების დეტალებს და ეს ფაქტია, რომელსაც ვერ უარყოფს ვერცერთი ქოცი, რადგან ციტატებით ავრცელებდით თავად ამ ამბებს, არავის მოსვლია თავში აზრად რატომღაც, რომ შეებედათ ივანიშვილისთვის თქმა რომ ეს ამაზრზენია. არც კაცის უფლება გახსენებია მაშინ არავის და არც ქალის უფლების დასაცავად მოუკლავთ თავი კოლეგებს, მათ შორის ქალბატონ თეას. სამწუხაროა, მაგრამ კარმის კანონი ქართულ- ხალხურად ასე ჟღერს: ” რასაც დასთეს, იმას მოიმკი”. ისინი მაინც დაოკდით და თავი შეიკავეთ მორალისტობისგან, ვისაც თქვენი კოლეგების პირადი ცხორების კადრები გადახვევის რეჟიმით გაქვთ ნანახი. მოინდომეს აქ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა! ჩამოდით ზნეობრივი პედესტალებიდან, ბიძინას უჩივლეთ ჯერ და მერე სხვებს მიადექით. P.S. ჩემთვის პირადი ცხოვრების ხელყოფა ერთმნიშვნელოვნად დაუშვებელია!

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დმანისში მომხდარ ფაქტზე ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც სახის არეში მრავლობითი დარტყმის შედეგად დაზარალებული რკინის კიბეებიდან გადააგდო, დაზიანების შედეგად გარდაცვლილი კი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა

გიორგი შარაშიძე – რა გასაკვირია, რომ თუნდაც ერთი წლის წინ ევროკავშირი უარყოფითად აფასებდა საქართველოს პროგრესს? – როგორ ფიქრობთ, ელჩს ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციის დაფიქსირება სურს და სამინისტროში გაგზავნილი რიგითი წერილით შემოიფარგლება?

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა – დადასტურდა, რომ კანონი ამერიკულია, რომ ინტეგრაცია ბრიუსელმა შეაჩერა და რომ ჯამი ჭურჭელია

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულთაგან ხუთ პირს, მათ შორის მანანა გიორგობიანს ბრალი წარედგინა – დადგინდა, რომ დაპირისპირება გიორგობიანისთვის სუპერმარკეტის თანამშრომლის მიერ თანხის დახურდავებაზე უარს მოჰყვა