როდესაც თავს ზევით ძალა არაა – საქართველოს ნაკრები ესპანეთთან უშანსოდ დამარცხდა

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები გასვლაზე ესპანეთთან 0:2 დამარცხდა.
მოლოდინისამებრ მასპინძლები თავიდანვე დაეუფლენ ინიციატივას, ქოჩორაშვილთან კონტაქტისას ტორესი საჯარიმოს ხაზთან წაიქცა, ეპიზოდი მსაჯმა გადაამოწმა და პენალტი არ დანიშნა. სწრაფი კონტრშეტევისას პორომ კვარაცხელია ხელით შეაჩერა და ყვითელი ბარათი მიიღო. პირველი სახიფათო მომენტი ესპანელებმა შექმნეს, როდესაც ოიარსაბალის თავური არაზუსტი გამოდგა. შემდეგ კი პინომ მამარდაშვილის კარი დალაშქრა. მორიგი იერიშისას პირისპირ გასული ტორესი მამარდაშვილმა წააქცია და თავად ტორესის დარტყმული თერთმეტმეტრიანი გიორგიმ მოიგერია. „ჯვაროსნები“ თამაშის დალაგებას და შეტევას ვერ ახერხებდნენ და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.
შესვენების შემდეგ შეხვედრის სურათი არ შეიცვალა, ოიარსაბალს მამარდაშვილმა არ გატანინა, ტორესმა კარგი შანსი ვერ გამოიყენა, ორჯერ ჩვენი გუნდის კარი ძელმა იხსნა, მერე კი ოიარსაბალმა საჯარიმოდან გაგვიტანა. ქართველი ფეხბურთელები ნახევარდაცვაში ბურთს ვერ იჭერდნენ, მეტოქე, რომელიც კლასით ჩვენს გუნდს აშკარად აღემატებოდა, ზეწოლას აძლიერებდა. მწვრთნელმა სანიოლმა სამმაგი ცვლილება განახორციელა – კიტეიშვილის, კვარაცხელიას და მიქაუტაძის ნაცვლად მოედანზე გაგნიძე, დავითაშვილი და კვერნაძე შეუშვა, რითაც არც არაფერი შეიცვალა.
მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 14 ოქტომბერს ქოჯაელში თურქეთთან გამართავს.
ესპანეთი – საქართველო 2:0
გოლები: 1:0 პინო (24), 2:0 ოიარსაბალი (64)
გამოუყენებელი პენალტი: ტორესი (30, ესპანეთი)
საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე (აზაროვი 81), გოგლიჩიძე, კაშია, დვალი, გოჩოლეიშვილი, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი (გაგნიძე 69), მექვაბიშვილი (მამუჩაშვილი 86), კვარაცხელია (დავითაშვილი 69) , მიქაუტაძე (კვერნაძე 69)
· გიორგი 61 კიდევ კარგი არ გაგვიუპატიურეს ფეხბურთელები. მაგის გარდა ყველაფერი გვაკადრეს. კარში დარტყმა 24-1. ეგ არის ფეხბურთი?!
· რაგბის ფანი AA – შენ ალბათ სხვა თამაშს უყურე. ბურთი კაშიას ხვდებოდა, ტიპი გაიწია და გაატარა ჩვენი კარისკენ. თევდორე მღვდელი იცი ვინ იყო? ისტორიის წიგნი წაგიკითხავს?
· კკკ სანიოლი უნდა წაეთრეს
· კახა ასეთი უსახური,უილაჯო,უსისხლო და უთავმოყვარეო თამაში არ მინახავს. რა უბედურება იყო ეს. რა ტაქტიკა და სტრატეგია ვერ ვხვდები. ესაა ქომაგების ძალიან დიდი უპატივცემულობა. ასე როგორ შეიძლება.
· L.J. Viliko
· რეალობა ამ თამაშზე სალაპარაკო არც არის რა, ძალიან ადვილად რასაც ქვია დაგვჩაგრეს. ამ თამაშმა ესეთი ასოციაცია შემიქმნა მსოფლიოს ყველა დროის უდიდესი ფალავანი მძიმე წონოსანი კუბელი ლოპეს ნუნიესისთვის რომ გამოეყვანათ 70 კილოიანი ფალავანი, აი ისე აუღებდა 4 ქულას და მერე თამაშს დაუწყებდა არ წააქცევდა და ის ძვრასაც ვერ უზამდა და ესე ხალისით და თამაშით გაიყვანდა დროს. ესპანეთმა ჯერ რამდენი გააფუჩა, რომც მოენდომებინა ბევრსაც გაგვიტანდა. კვარაცხელიას ან მიქაუტაძის მაგივრად აჯობებდა კიდევ ორი მცველი დაეყენებინათ რა აზრი ქონდა ბურთი მაინც არ ქონდათ და დაცვაც გაძლიერდებოდა. სანიოლის მიზანი იყო დიდი ანგარიშით არ წაგვეგო და ეს მიზანი შეასრულა. მთავარი ბრძოლა წინ გველოდება თურქებთან, დაცვაზე რა უნდა ვთქვათ სულ ერთი გუნდი რომ უტევს და მეორე სულ უკან დგას და ამ დროს სულ დაცვაზე რომ არის წნეხი იქნება შეცდომები აბა რა იქნება.
· ანაგელი ესპანელები ფეხბურთს თამაშობდნენ 90 წუთი, ჩვენ ხელს უშლიდით 90 წუთი. კარში დარტყმას რო თავი გავანებოთ, ერთხელაც ახლოს მივედით მეტოქის კართან. სირცხვილი უბრალოდ ლამაზი სიტყვაა, შევრცხვით😰
· ლევანი ეს იყო, აშკარად არ თამაში. არ დაიღალოთ, არ იბრძოლოთ, ემანდ ყვითლები არ მიიღოთ, მაინც წავაგებთ, თავი რატომ მოვიკლათ, აი თურქებთან ვითამაშებთო, სულ რომ 5:0 მოვუგოთ თურქებს, მე ამ სირცხვილს ვერ დავივიწყებ. წაგებების მეტი რა მინახია, მაგრამ ეს, ეს რა იყო? და რომ არ გვეთამაშა, იქნებოდა 3:0 მე მერჩივნა ნამდვილად.
· პაატა 96 წუთი კუთხური-0 კარში დარტყმა-0 ბურთის ფლობა-17% პასი-172 ესპანეთი,რომ ძლიერი გუნდია, ვიცით. მაგრამ, ეს საერთოდ არ იყო ფეხბურთი ჩვენი მხრიდან
· L.J. Tamashis win baqibuqi mahari vicit,daiwyo tamashi da ras vxedavt???ususur gunds aravitari pantaziit,kvara jorji,kite mainc daesvenebina ase mcared tu apirebda vikiko trakis micemas:(((((
· ზაზა შეიძლება ახლა უადგილოა ამაზე აქცენტირება მაგრამ, ვინემემ ამიხსენით, აუტის ჩაწოდება რატომ არ გამოსდით ჩვენებს? ნუ კუთხურიდან გამწვავებაზე საერთოდ არ მაქვს საუბარი.
· დავითი რომელ მომენტებზე იძახი,მითხარი თუ ძმა ხარ და ხმას არ ამოვიღებ)))
· იკა “უშანსოდ დამარცხდა”, მარყლაც პირდაპირი მნიშვნელობით არცერთი ჩანსი არ შეგვიქმნია ესპანელების კართან. ნუ თავს ზემოთ ძალა არ არის
· დავითი ყველას გვესმის რომ ესპანეთია ,მაგრამ ეს შეშინებული ტაქტიკა ტა იყო ? აააა ,მივხვდი, ბევრით ნოლი არ უნდა წაგვეგო. მშიშარა მწვრთნელი გვყავს და ეგაა სიმართლე.
· AA მოკლედ რა, დასაბრალებელ ობიექტს არ ეძებდეთ ხოლმე. მამარდაშვილს თავთან რო გაუვიდა იმას რატომ არ წერ, თუ ჯერ გმირია და არ ვეხებით.. არ იყო ასე მამარდას ბრალიც მაგრამ კაშიაზე მეტად იყო… და საერთოდ სანიოლმა წააგო ეს თამაში დაწყებამდე. ეგ არის ბულგარეთს რომ ვაჯობებთ ეგეთი დონის მწვრთნელი.. კარგ თაობას ვაფუჭებინებთ
· Lasha საგოლე მომენტების რეალიზებაში გვიჭირს, სიზუსტე გვაკლია დამაგვირგვინებელ ფაზაში!!
· იასონა კუთხურსაც რო ვერ ჩააწვდი90 წუთის განმავლობაში იმას ნიშნავს რო მწვრთნელი ბაიბურში არარი ბიჭები დავალების გარეშე ძუნძულებდნენ
· რაგბის ფანი თევდორე მღვდელი ხმალს გადაეღობა და მტერს მიმართულება შეუცვალა, ლგბტ კაშიამ ბურთი აიცილა და ჩვენი კარებისკენ გაუშვა.
· სირცხვილია მასეთ 2:0 მერჩივნა 7:0 წაეგოთ, მარა ფეხბურთი ეთამაშათ ჩვენებს
· ლაშა ბევრჯერ წაგვიგია ამაზე დიდი ანგარიშით მაგრამ ეს იყო ჩვენი ნაკრების ყველაზე სუსტი თამაში რაც კი მინახავს. პრინციპში სხვა ნაკრების თამაშიც არ მინახავს ასე პირველივე წუთიდან განწირული
საქართველოს ნაკრებს ილია თოფურია ესტუმრა