„როდესაც ვიღაც ბებერი პუტინი ჩათვლის, რომ თან უნდა წაიყოლოს კაცობრიობა, მისი პოპულარობა განადგურდება“ -გიორგი თავდგირიძე

ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება საქართველოს თავდაცვის ძალების თადარიგის პოლკოვნიკი, სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე.
– ბატონო გიორგი, ბოლო დღეებია, რუსი მოქალაქეებისგან დაკომპლექტებული უკრაინის მხარდამჭერი სამხედრო შენაერთები, აქტიურად უტევენ ს მოსაზღვრე რეგიონებსა და საკმაოდ სოლიდური ზარალიც მიაყენეს სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ბევრი კითხულობს, რას აძლევს რუსეთის ტერიტორიაზე ომის გადატანა ს? რუსეთს ხომ ვერ დაიპყრობს უკრაინა? უმჯობესი ხომ არ არის, ეს ძალები რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად და სხვა სტრატეგიული მიზნებისთვის გამოიყენოს? თქვენ რას იტყვით?
– კი, ესენი არ უკრაინული სამხედრო ქვედანაყოფები, ეს არის 3 რუსული სამხედრო დაჯგუფება ლეგიონი „რუსეთის თავისუფლება“, „რუს მოხალისეთა კორპუსი“ და „ს ბატალიონი“. სამივე ბატალიონი განსხვავებულია კომლექტაციით, მაგრამ სამივეს ერთი მიზანი აქვს–რუსეთის გათავისუფლება პუტინის რეჟიმისგან. რუსული საზოგადოება ცალსახად არაერთგვაროვანია პუტინის რეჟიმის მიმართ დამოკიდებულებაში. იქ ბევრია ლიბერალი, დემოკრატი, ნისტი, ყველას აქვს თავისი ინტერესები და ბევრი არ თვლის, რომ ეს ომი არის რუსეთის გაძლიერების გზა, მათ შორის, ბევრი იმპერიალისტიც კი. ლეგიონი ეს არის ყოფილი სამხედროები, თავიდან უკრანაში ტყვედ ჩავარდნილმა ჯარისკაცებმა და ოფიცრებმა შექმნეს ლეგიონი და მერე მათ რუსი მოხალისეები შეურთდნენ. მათ შორის არიან რუსეთის მოქალაქეები, ეროვნებით უკრაინელებიც, ოღონდ მცირე რაოდენობით. რაც შეეხება „რუსეთის მოხალისეთა კორპუსს“, ის შექმნილია ყოფილი რუსი ნაციონალისტის მიერ, ეს კორპუსი იდეოლოგიზირებულია, ულტრამემარჯვენე– ნაციონალისტურ პლატფორმაზე დგას და შესაბამისად, მოხალისეებს ამ სივრცეში, ამ იდეოლოგიის მხრდამჭერებში ეძებს. მათ თავიანთი პოლიტიკური ინტერესები გააჩნიათ, მაგრამ ამ ეტაპზე ლეგიონთან ერთად პოზიციონერებენ და იბრძვიან. “ციმბირის ბატალიონი“, რომლის მეთაური არის იაკუტელი აბასოვი, დეკლარირებს ციმბირის თავისულებას. იქ არიან ეთნიკური რუსებიც და რუსულენოვანი სამხედროებიც ციმბირის სხვა და სხვა რეგიონებიდან. ეს ბატალიონი არ არის პოლიტიზირებული და იდეოლოგიზირებული და ამგვარი ადამიანები უერთდებიან „ციმბირის ბატალიონს“. ცხადია, უსაფუძვლოა იმის მტკიცება, რომ მათ შეხება არ აქვთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან. ამას არც ერთი ამ სამხედრო შენართის მეთაური არ აცხადებს. სამხედრო–ტექნიკურ, ფინანსურ და სხვა სახის დახმარებას უკრაინიდან იღებენ. ამბობენ და ალბათ, ასეც არის, მიუხედავად იმისა, რომ მათ გარკვეული ავტონომია აქვთ, უკრაინის უცხოური ლეგიონის შემადგენლობაში არიან, ეს მათ კომანდატის სტატუსს აძლევს.
– კი, ბატონო, უკრინული მხარე ადასტურებს, რომ სამივე ქვედანაყოფი უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილია. როდესაც მათ ბელგოროდისა და კურსკის რამდენიმე სოფელი აიღეს, უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ სამმა ქვედნაყოფმა პირველად გამოიყენა წარმატებით უკრაინაში დამზადებული დრონებიო – მათთვის იარაღის მიწოდება აღიარა.
– დრონების გარდა, ჯავშანტექნიკას, საარტილერიო სისტემას და სხვა ბევრ შეიარაღებასაც აძლევენ უკრაინის შეიარაღებული ძალები. ახლა ის ვთქვათ, რატომ არის ამ დანაყოფების სამხედრო მოქმედებები რუსეთის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი. ჯერ ერთი, ეთნიკურად რუსი თუ რუსეთის მოქალაქეების პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას აქვს დიდი პოლიტიკური და იდეოლოგიური მნიშვნელობა. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მკაცრად აქვთ დეკლარირებული, რომ ისინი მოქმედებენ უკრაინის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე იბრძვიან. ეტყობა, ეს ერთგვარი ტაქტიკაა, მაგრამ საკამათოა, რამდენად კარგი, გამართლებული ტაქტიკაა. თუ რუსეთი ბელორუსის ტერიტორიას იყენებს საიმისოდ, უკრაინის ტერიტორიაზე რომ გადავიდეს რუსეთის ჯარი, ამით არაფერი იცვლება. თუმცა, ყველას თავისი პოლიტიკური მიზნები აქვს და შიდა სამზრეულოს ჩვენ არ ვიცნობთ. რუსული ქვედანაყოფების მეშევეობით, ომის გეოგრაფია გაიზარდა. შესაძლოა, ამ 3 ქვედანაყოფს სტატისტიკურად დიდი შედეგი ჯერ არ დაუდია (აფეთქებული ტანკები, მოკლული რუსი ჯარისკაცები…), მაგრამ სტატტისტიკა ომში მთავარი არ არის. ეს არ არის შაშის თამაში, სადაც მოწინააღმდეგის ყველა ფიგურა უნდა გაანადგურო. ომი არის მანევრი, ომი არის საჭირო დროს საჭირო წერტილის დაკავება იმისთვის, რომ შექმნა მომავალი პლაცდარმი შეტევისთვის თუ სხვა წარმატებული მოქმედებისთვის. ამ თვალსაზრისით, ეს რუსული ქვედანაყოფები, ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ – მოქმედებენ ტერიტორიაზე, რომელიც მომავალში შეიძლება აღმოჩნდეს დიდი საბრძოლო ბატალიების ტერიტორია და ისინი სწავლობენ ამ ტერიტორიას. უკრაინის არმიის ხელმძღვანელებმა უკვე კარგად იციან რუსეთ–უკრაინის საზღვრისპირა რამდენიმე ქალაქის მოსახლების განწყობა, იქაური საპორტიფიკაციო შესაძლებლობები, გეოგრააფია. ეს ყველაფერი დიდი ინფორმაციაა, კურსკის, ბრიანსკის და რიაზანის ოლქები უკვე ნაცნობია სამხედრო–გეოგრაფიული თვალსაზრისით უკრაინის გენშტაბისთვის. რაც მთავარია, ეს რუსული ქვედანაყოფები ეფექტურად მოქმედებენ მცირე ტაქტიკურ ჯგუფებად, ისინი არ აკეთებენ წერტილოვან დარტყმებს და იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე ახდენს ამ მოქმედების არეალში თავის ქვედანაყოფების გადმოსროლას, ისინი იწყებენ უკან დახევას, მე ვიტყვი, ეფექტურ უკანდახევას, რადგან მცირე ჯგუფებად, მსუბუქი აღჭურვილობით არიან და არ აძლევენ მოწინააღდეგეს საშუალებას, რომ სერიოზული პრობლემები შეუქმნას. რა თქმა უნდა, „როსგვარდია“ დახელოვნებული უნდა იყოს მათ წინააღდეგ ტაქტიკურ მოქმედებაში, მაგრამ ეს შესაძლებლობა არ გააჩნია.“როსგვარდია“ შედგება ან მოხალისეებისგან, რომელთა სამხედრო ღირებულებაც ძალიან დაბალია, ან ყოფილი შინაგანი ჯარის სამხედრო ქვედანაყოფებისგან, რომლებიც ჩვეულებრივი სახმელეთო ქვედანაყოფებია და მათი უნარ–ჩევები, სამხედრო მომზადების შესაძლებლობები მოქცეულია ჩარჩოებში, რომ იმოქმედონ ქვედანაყოფების შემადგენლობებში მიბმული ამა თუ იმ ტერიტორიაზე, ანუ მათი ტაქტიკა ამ ტიპის ომებისთვის მოუქნელია. ეს არ ნიშნავს, რომ მუდმივად ასე დარჩება და არ ისწავლიან, მაგრამ ამ ეტაპზე ასეა. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რა ეფექტი აქვს უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსულ ქვედანაყოფებს რუსეთის არმიის განადგურებისა, მატერიალური, ფსიქოლოგიური, მორალური და სამხედრო მნიშვნელობით ეს არის ძალიან სერიოზული ფაქტორი. ამასთან, რუსეთის არმიის ხელმძღვანელები, იძულებულნი გახდებიან, ის დანაყოფები, რომლებიც გათვალისწინებული გყავდა ფრონტისთვის, გადმოისროლონ და გაამაგრონ მოსკოვის მიმართულებები. მათ არ იციან, ახლო მომავალში რა რაოდენობისა იქნება ეს დაჯგუფებები და რომელი მიმართულებით შეუტევენ, არ იციან, რუსული დაჯგუფებების უკან იმოქმედებს თუ არა, უკრაინის საკადრო არმია. ეს გამორიცხული არ არის. საბოლოოდ, ცხადია, ესეც დიდი დარტყმა იქნება რუსეთისთვის, როდესაც ფრონტისთვის გამზადებულ შენაერთებს რუსეთ–უკრაინის საზღვარზე გადაისვრის თავდაცვითი ბრძოლებისთვის. რუსული მალე იძულებული გახდება, საზღვრის ყველა საკომუნიკაციო ხაზი შაევსოს ქვედანაყოფებით, ანუ დააყენოს ჯარისკაცები. რუსეთი დემოკრატიული ქვეყანა რომ იყოს, ტერიტორიული თავდაცვის ჯარების შექმნა შეიძლებოდა, მოსახლეობისთვის უნდა მიეცათ იარაღი და ისინი დაიცავდნენ საზღვრისპირა რეგიონებს. ქვეყანაში, სადაც დიქტატურაა, ფარული დაძაბულობაა, სადაც სამხედრო ამბოხიც იყო ომის დროს, რა თქმა უნდა, არ მისცემენ იარაღს მოსახლეობას და არ შექმნიან ტერიტორიული თავდაცვის ძალებს.
– რუსეთის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების გადატანა, ხომ ერთ–ერთი ფაქტორი იმისა,რომ პუტინმა განაცხადოს, უკვე ჩენს ტერიტორიაზე მიდის ომი, რუსეთს ექმნება საფრთხე და ხელ–ფეხი გაიხსნას – სპეცოპერაციას დაარქვას ომი, გამოაცხადოს საყოველთაო მობილიზაცია და გამოიყენოს ბალისტიკური რაკეტები, სხვა იარაღი, რომელიც ჯერ არ გამოუყენებია? მათ შორის, საერთაშორისო კონვენციებით აკრძალული იარაღი?
–რუსეთს, რაც შეიძლებოდა გამოიყენებინა ამ ომში, უკვე ყველაფერს იყენებს ბირთვული იარაღის გარდა. ომის დარქმევა და მობილიზაციის გამოცხადება, რა თქმა უნდა, საინფორმაციო შეღავათს მისცემს, მაგრამ ამის ეფექტიანობა მიზერულია. მობილიზაცია მაინც მიდის, გამოუცხადებლად, ვინც უნდათ, მაინც მიჰყავთ ომში და ომს დაარქმევს თუ სამამულო ომს, მნიშვნელობა არ აქვს. რაც შეეხება რაკეტებს. თუ რაკეტების გამოყენებას რუსეთი არ დაიწყებს ევროპის ქვეყნების წინააღმდეგ, დავუშვათ, პოლონეთის, საფრანგეთის ამ გერმანიის, ის უკრაინას მაინც ვერ დაასუსტებს. რუსეთს რაკეტების საკმაო რაოდენობა რომ ჰქონდეს და მათი წარმოება იაფი უჯდებოდეს, ეს იქნებოდა სახიფათო. რუსეთის რაკეტების რაოდენობა შეზღუდულია. როგორც წესი, რაკეტების სამიზნე სტრატეგიული ობიექტები უნდა იყოს და უკრაინას იმ ტიპის ობიექტები არ გააჩნია, რომ მათზე სარაკეტო შტურმის შედეგად უკრაინის არმიის ბრძოლისუნარიანობა ჩამოიშალოს. ომში არსებობს მსხვერპლი და ეს იქნება ზარალი, მაგრამ უკრაინისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ზარალი, რაც რუსეთის სტრატეგიული მიზანი შეიძლება იყოს სარაკეტო იერიშებისას, ეს იმ ლოჯისტიკური ცენტრების განადგურება იქნებოდა, საიდანაც მარაგდებიან უკრაინის შეიარაღებული ძალები. უკრაინის შეიარაღებული ძალების ჩამოშლა–არ ჩამოშლა დგას იმაზე, რამდენად მარაგდება ის ზურგიდან შეიარაღებით და ტექნიკით. დღეს უკრაინის ზურგი არის არა , ლვოვი ან ოდესა, არამედ ბრიუსელი, ვარშავა, ბერლინი, პარიზი, ლონდონი და ვაშინგტონი. მათზე ზემოქმედებას კი რუსეთი ვერანაირი რაკეტით ვერ შესძლებს, ეს მხოლოდ ბირთვული იარაღის გამოყენებით არის შესაძლებელი.
–ბურთვული ომის საფრთხე რამდენად რეალურია?
–ბირთვული ომი არ იქნება, ეს გამორიცხულია. კომუნისტურ ეპოქაშიც კი, „კარიბის კრიზისისას“, ხრუშჩოვს არავინ მისცემდა საშუალებას, რომ ატომური იარაღი გამოეყენებინა. ცხადია, გეცოდინებათ ოლეგ პენკოვსკი, საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის პოლკოვნიკი, რომელიც ინფორმაციას აწვდიდა ამერიკას საბჭოთა კავშირის გეგმების შესახებ „კარიბის კრიზისის“ პერიოდში. მოგვიანებით, პენკოვსკის ჯაშუშობისთვის დახვრიტა მიუსაჯეს. ხრუშჩოვის სამხედრო გარემოცვაში იყვნენ გენერლები და მარშლები, რომელთაც ყველაფერი გააკეთეს, რომ ბირთვული ომი აერიდებინათ თავიდან და გარკვეულ ინფორმაციას აწვდიდნენ ამერიკას, რათა კრიზისი განმუხტულიყო. საბჭოთა კავშირის კომპარტიის ცკ–ს მეორე მდივანი, ანუ მეორე პირი ხრუშჩოვის მერე იმ პერიოდში იყო კოზლოვსკი, მას ხრუშჩოვის მემკვიდრედაც თვლიდნენ. სამხედრო დაზვერვამ იცოდა, ვინ აწვდიდა ინფორმაციას ამერიკულ მხარეს, მაგრამ კოზლოვსკიმ არ მოსცა მათ პენკოვსკისა და იმ გენერლებისა და მარშლების დაკავების ნება. მოკლედ, საბჭოთა ეპოქაშიც კი გამოიძებნენ ადამიანები, რომელთაც არ უნდოდათ, რომ კაცობრიობის დასასრულისთვის შეეწყოთ ხელი. პენკოვსკიმ და სხვებმა სამშობლოს კი არ უღალატეს, მათ არ უღალატეს კაცობრიობას, რადგან საბჭოთა კავშირი თუ კუბის ტერიტორიიდან დაბომბავდა ამერიკას, საპასუხოდ ამერიკაც დაბომბავდა საბჭოთა კავშირს. ანალოგიური სიტუაციაა ახლა რუსეთშიც. როდესაც ვიღაც ბებერი პუტინი ჩათვლის, რომ თან უნდა წაიყოლოს კაცობრიობა, არც ერთი რუსული ბირთვული რაკეტა არ გამოვა შახტიდან და არ გაფრინდება მოწინააღმდეგის მხარეს. თუ პუტინმა ლოკალური მასშტაბის, ტაქტიკური ბირთვული რაკეტების გამოყენებაც კი დააპირა, მას შეიარაღებულ ძალებში ჩამოუყალიბდება დიდი სამხედრო ოპოზიცია და მისი პოპულარობა განადგურდება. მარაზმატიკი პუტინი ვერ გადაიყოლებს მთელ კაცობრიობას, ამას მისივე გარემოცვა არ დაუშვებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”