როდესაც ვერ იკრიბები სათანადო რაოდენობით, კეთილი უნდა ინებო და დარჩე ტროტუარზე, ეს არის საზოგადოების მოთხოვნა, რაც აისახება კანონში, ეს კანონი თავიდან ბოლომდე ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებს

როდესაც ვერ იკრიბები სათანადო რაოდენობით, კეთილი უნდა ინებო და დარჩე ტროტუარზე, ეს არის საზოგადოების მოთხოვნა, რაც აისახება კანონში, ეს კანონი თავიდან ბოლომდე ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებს
როდესაც ვერ იკრიბები სათანადო რაოდენობით, კეთილი უნდა ინებო და დარჩე ტროტუარზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს არის საზოგადოების მოთხოვნა და საზოგადოების მოთხოვნა აისახება კანონში.
„ჩვენ არაფერი არ გვაწუხებს, მთელი საზოგადოებაა შეწუხებული, მათ შორის, 1 100 000-ზე მეტი ადამიანი, რომელმაც მხარი დაგვიჭირა ამ არჩევნებზე. საზოგადოება არის ძალიან შეწუხებული იმით, რომ 50 კაცი ძალადობს მილიონიბით ადამიანზე ჩვენს ქვეყანაში, ძალადობს მის ეკონომიკაზე. პროტესტი უნდა გამოხატონ კანონის ფარგლებში, რასაც არ აკეთებენ ისინი. როდესაც ვერ იკრიბები სათანადო რაოდენობით, კეთილი უნდა ინებო და დარჩე ტროტუარზე, მეტს კი არაფერს ვამბობთ. საზოგადოება მეტს კი არაფერს ითხოვს. როცა ხარ 50, 100 ან 300 კაცი შეკრებილი, კეთილი უნდა ინებო და დარჩე ტროტუარზე. ეს არის საზოგადოების მოთხოვნა და საზოგადოების მოთხოვნა ახლა აისახება კანონში.
საუბარია საერთაშორისო სტანდარტებზე. თუ დამისახელებთ ერთ ქვეყანას, სადაც დედაქალაქის ცენტრალური გამზირი იკეტება 100 და 150 კაცის მიერ ყოველდღიურ რეჟიმში, მაშინ მე დაგეთანხმებით, რომ ეს არ არის საერთაშორისო სტანდარტი, მაგრამ გარწმუნებთ, მათ შორის, როგორც იურისტი, რომ ეს კანონი თავიდან ბოლომდე ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებს, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.
ისინი ითხოვენ მოძალადეების გათავისუფლებას, რიგგარეშე არჩევნებს, დემოკრატიული ს გამეორებას. რა უნდა გავითვალისწინოთ? ერთი თუ მეორე. რა იყო აბსურდი, ძალადობა 28 ნოემბრიდან 5 დღის განმავლობაში დაგვესიზმრა ყველას? როდესაც მოძალადეების გათავისუფლებას ითხოვენ და 50 კაცით ქუჩას კეტავენ, აქ უნდა მივყვეთ საზოგადოების ინტერესებს. საზოგადოების ინტერესებშია სიმშვიდე, ის, რომ ქვეყანა მშვიდად განვითარდეს და სწორედ ამას ემსახურება ეს კანონი“, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტს.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც კერძო ბიზნესი კომერციულ მოგებასა და მოსახლეობის ძარცვას შორის ზღვარს კარგავს, სახელმწიფოს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულება აქვს, ჩაერიოს და საკუთარი მოქალაქეები დაიცვას

თითქმის ნახევარი საუკუნეა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, როგორც ერის სულიერი მამა, წინ მიუძღვის ჩვენს ქვეყანას, ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებ მას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ჩვენი ერის მართლმადიდებლური ღირებულებების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის!

დღემდე გაუცემელია პასუხი – რატომ არ მიენიჭა იმ ორ ქვეყანასთან ერთად საქართველოს კანდიდატის სტატუსი. კეთილსინდისიერად ვასრულებდით გაწერილ საშინაო დავალებას და ლიდერი ვიყავით ამ ქვეყნებს შორის და წარმოიდგინეთ, როგორი უსამართლობაა