27 იანვარს, ლა ლიგის 21-ე ტურში “ბარსელონასა” და “ვილიარეალის” (3:5) მატჩის შემდეგ, “ბლაუგრანას” მთავარმა მწვრთნელმა ხავი ერნანდესმა განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს დაკავებულ თანამდებობას დატოვებს.
ესპანელი სპეციალისტის თქმით, კატალონიელთა გულშემატკივრები მას ზედმეტად ბევრს აკრიტიკებდნენ.
“როდესაც აქ მოვედი, ვთქვი ის, რასაც ვფიქრობდი. განვაცხადე, რომ გუნდის შენება ახლიდან იწყებოდა, თუმცა ამის გამო გამანადგურეს.
მრჩება შთაბეჭდილება, რომ ლა ლიგა 12-ქულიანი უპირატესობითაც რომ მოვიგო, ჩემს მიღწევებზე არავინ ისაუბრებს”, – ციტირებს ხავის სიტყვებს Mundo Deportivo.
შეგახსენებთ, “ბარსელონა” ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 44 ქულით მე-4 ადგილს იკავებს და
პირველადგილოსან “ჟირონას” 11 ქულით ჩამორჩება.