როდესაც ევროპარლამენტარი ბრალდებას გვიყენებს, კეთილი ინებოს და მტკიცებულება დადოს. ვინაიდან ამ ყველაფერს კონკრეტული ფაქტები არ ახლავს, ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგიც რიგითი ლობისტია და ამაში ფულს გამოიმუშავებს

როდესაც ევროპარლამენტარი ბრალდებას გვიყენებს, კეთილი ინებოს და მტკიცებულება დადოს. ვინაიდან ამ ყველაფერს კონკრეტული ფაქტები არ ახლავს, ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგიც რიგითი ლობისტია და ამაში ფულს გამოიმუშავებს
„როდესაც ევროპარლამენტარი, ამ შემთხვევაში, ასეთი ტიპის მძიმე განცხადებას აკეთებს და ბრალდებას გვიყენებს, რომ თურმე ვინმე სადღაც რეკავს და რაღაცას იხვეწება, კეთილი ინებოს და ფაქტი, მტკიცებულება დადოს, სახელი და გვარი გამოაქვეყნოს“- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ევროპარლამენტში გამართულ შეხვედრაზე, ევროპარლამენტის წევრის, ნაჩო სანჩეს ამორის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თქმითაც, „სანქცირებული პირები საქართველოდან რეკავენ ევროკავშირსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში კითხვით, როგორ შეიძლება სანქციების სიიდან ამოშლა“.
როგორც ლევან მაჭავარიანი აცხადებს, ვინაიდან ევროპარლამენტარის განცხადებას კონკრეტული მტკიცებულებები არ ახლავს თან, „ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ იგიც რიგითი დავალების შემსრულებელია და ამაში ფულს გამოიმუშავებს“.
„თუ ბატონ სანჩეს თავი იმხელა ფიგურად წარმოუდგენია მსოფლიო არენაზე, რომ ახლა მისი სიტყვა უნდა დავიჯეროთ, ძალიან აცდენილი არის რეალობას. თუ იგი ამას რამე ფაქტით გაამყარებს, გვარებს იტყვის, აუდიო ჩანაწერებს გამოაქვეყნებს და ა.შ. მაგ შემთხვევაში რა თქმა უნდა, მას ექნება ლეგიტიმური უფლება, რომ ასეთი ტიპის ბრალდებები გააჟღეროს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის უბრალოდ სიტყვები, უბრალოდ ჭორაობა. ვინაიდან ამ ყველაფერს კონკრეტული მტკიცებულებები და ფაქტები არ ახლავს, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ იგიც რიგითი დავალების შემსრულებელი, რიგითი ლობისტია და ამაში ფულს გამოიმუშავებს“-განაცხადა ლევან მაჭავარიანმა

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ზაზა დიასამიძე: იყო ხელვაჩაურელი და ემსახურო ხელვაჩაურს, ეს ნიშნავს უფრო მეტ პასუხისმგებლობას შენს მოსახლეობასთან – ხელვაჩაური ჩემთვის არის დღევანდელი დღე

ოლო თვეების განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით თურქულ მხარესთან, რათა აღდგენილიყო პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის- მოხარულები ვართ, რომ ანკარაში, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის დროს საბოლოოდ გადაწყდა აღნიშნული საკითხი