: როდესაც ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატობის ნაცვლად ევროპული პერსპექტივა მიანიჭა, მავანნი იქაც და აქაც იმედოვნებდნენ, რომ ქვეყნის 80-85% პროევროპული მოსახლეობა ქუჩაში იშხუვლებდა და ხელისუფლებას დაამხობდა. რამდენიც გამოვიდა კი ნახეთ, და შედეგიც – “0”
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ბოლო წლებში დასავლეთისა და შიდა ოპოზიციის არაერთი მცდელობა, ქვეყნის შიგნით არეულობის გამოწვევის მიზნით, სრულიად უშედეგოდ დასრულდა. მისი თქმით, ასეთი სცენარები უკვე რამდენჯერმე სცადეს – ევროკავშირის გადაწყვეტილების, სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების თუ სხვადასხვა პოლიტიკური მოვლენების ფონზე, თუმცა ვერცერთხელ ვერ შეძლეს ქართველი საზოგადოების პროტესტის ორგანიზება. „ როდესაც ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატობის ნაცვლად ევროპული პერსპექტივა მიანიჭა, მავანნი იქაც და აქაც იმედოვნებდნენ, რომ ქვეყნის 80–85% პროევროპული მოსახლეობა ქუჩაში იშხუვლებდა და ხელისუფლებას დაამხობდა. რამდენიც გამოვიდა კი ნახეთ, და შედეგიც – “0”. როდესაც აშშ-მ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა, ეტყობა იქაც და აქაც მავანნი იმედოვნებდნენ, რომ პროევროპული 85% ქუჩაში გამოვიდოდა და რევოლუციას მოაწყობდა. რამდენიც გამოვიდა ვნახეთ, და შედეგი ისევ “0”. 28 ნოემბრის შემდეგ კიდევ ერთხელ ჩათვალეს, რომ ამჯერად მაინც გამოვიდოდა ის საკრალური 85% და დაამხობდა ხელისუფლებას, რამდენიც გამოვიდა, რას მიაღწიეს და რამდენი დარჩნენ, ესეც ვნახეთ. შედეგი აქაც “0”. ევროპასთან უვიზო რეჟიმის გაუქმების მუქარაც იგივე მიზანს ისახავს და იგივე ნულოვანი შედეგით დასრულდება.“ – წერს ანჯაფარიძე.

