როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნის წარმომადგენელი თავისი განცხადებებით ქვეყნის შიდა საქმეებში ერევა, ნიშნავს იმას, რომ ის აზიანებს ევროკავშირს და აზიანებს ჩვენს ურთიერთობას ევროკავშირთან

როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნის წარმომადგენელი თავისი განცხადებებით ქვეყნის შიდა საქმეებში ერევა, ნიშნავს იმას, რომ ის აზიანებს ევროკავშირს და აზიანებს ჩვენს ურთიერთობას ევროკავშირთან
რამდენადაა დასავლეთის მხრიდან საქართველოსადმი გაკეთებული განცხადებები წინასაარჩევნო პროცესში ჩარევა – ამ შეკითხვას ჟურნალისტებთან საუბრისას დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა უპასუხა და განაცხადა, რომ ამაზე პირდაპირ მიუთითებს ის ქმედებები, რომლებსაც დასავლელი პარტნიორები ჩადიან. ყაველაშვილის თქმით, საქართველოს მიზანი არაა ბრალდებები პარტნიორების მიმართ და განცხადებები ჩარევაზე სწორედ იმიტომ კეთდება, რომ ამის საფუძველს მათი მხრიდან გაკეთებული განცხადებები იძლევა.
„ეს არის მოცემულობა მათი საქციელიდან, განცხადებებიდან გამომდინარე. ჩვენ ხომ შეგნებულად არ ვესხმით თავს? მათი განცხადებებიდან, გამონათქვამებიდან გამომდინარე ჩანს ეს და ყველასთვის, ვინც ახლოსაა ამ თემასთან მიუღებელი უნდა იყოს ასეთი ჩარევა. თუ ჩვენ სამართლიანობაზე, დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, ქვეყნის სუვერენიტეტზე გვაქვს საუბარი, რისკენაც მივისწრაფვით კიდეც, ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი ყველაზე კარგად დაცულია ევროკავშირში, რომელშიც გვინდა გაწევრიანება და საზოგადოებასაც ამას ვეუბნებით – დიახ, ჩვენ გვინდა ევროკავშირი.
მაგრამ ორმაგ სტანდარტს ვხედავთ, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნის წარმომადგენელი გამოდის ისეთი რიტორიკით, რომლითაც ის შიდა საქმეებში ერევა. ეს ხომ ნიშნავს იმას, რომ ის აზიანებს ევროკავშირს, აზიანებს ჩვენს ურთიერთობას ევროკავშირთან და აქ სკეპტიკურად განწყობილი ადამიანების დამოკიდებულებას აძლიერებს. ხშირად გვესმის კითხვები – ესაა თქვენი ევროკავშირი? ასეთი ვასალური დამოკიდებულება გინდათ?
აღიარებითი ჩვენებაა ს მხრიდან ის, რაც მან ემიგრანტებთან შეხვედრაზე განაცხადა. აშკარაა, რომ ევროპელების დაკვეთის და მითითებების შესრულება ხდება როცა სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან ტექნიკურ მთავრობაზეა საუბარი, როცა დაკვეთით ხდება ამ პროცესების მართვა ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან. რას ნიშნავს ეს, თუ არა ჩარევას?
აქ კიდევ ერთი რამ გამოიკვეთა – „ქართულმა ოცნებამ“ „ხალხის ძალის“ დამსახურებით, გაბედა და მსგავს საკითხებზე ღიად დაიწყო საუბარი. მიუღებელია თავისუფალი ადამიანისათვის, როცა შენს პირად საქმეებში ასე უხეშად ერევა ვინმე, მას არ მიუთითო, რომ არასწორ საქციელს ჩადის, თუ რა თქმა უნდა, არ ხარ დაშინებული და დავალებული,” – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გვაქვს საშუალება, რომ ბატონი ბიძინას ლიდერობით, ორ ფეხზეც ვიდგეთ, ეროვნულ ინტერესებსაც ვემსახუროთ – მალე, გაერთიანებული ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლები უნდა ვიყოთ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ერთად