“როდესაც დაინახეს, რომ სიმაღლეში 155 სმ ვარ, უკან წაიღეს აბსურდული ბრალდება” – ლიზი თირქია

ლიზი თირქია, რომელსაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური 5 პოლიციელის ცემას ედავებოდა, ამბობს, რომ, როდესაც დაინახეს, მისი სიმაღლე, “თავიანთი აბსურდული ბრალდება უკან წაიღეს“ და წერს:
საგამოძიებოში მითხრეს, რომ გაურკვევლობა მოხდა. მისვლის შემდგომ, როდესაც დაინახეს, რომ სიმაღლეში 155 სმ ვარ, უკან წაიღეს თავიანთი აბსურდული ბრალდება. ჩემზე გამოძიების დაწყებას ჩემი და ჩემი მეგობრების დასაშინებლად აპირებდნენ, თუმცა გამორჩათ ფაქტი, რომ მანამდე წიწაკის სპრეიმაც არ გაჭრა, რის შედეგადაც საავადმყოფოში აღმოვჩნდი. აქამდე ჩემთვისაც წარმოუდგენელი იყო მსგავსი “შეცდომები” საგამოძიებო უწყებების მხრიდან, თუმცა ახლა აღარაფერი მიკვირს. რაც შეეხება გამოძიებას – გამომძიებელს ყველა ფაქტი დეტალურად მოვუყევი, თუმცა იმ უწყებისგან, რომელსაც დღემდე არ გამოუძიებია არცერთი ძალადობის ფაქტი, როგორც პოლიტიკურ ლიდერებზე, ასევე სამიქალაქო აქტივისტებზე, რა თქმა უნდა, არ მაქვს არანაირი მოლოდინი იმისა, რომ მე აღმოვჩნდები ის ერთადერთი.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედეთის საელჩო – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის გარდაცვალების გამო – მისი უწმინდესობის მემკვიდრეობა დარჩება როგორც რწმენის, სიყვარულისა და მშვიდობის მაგალითი

უჩა ნანუაშვილი – ეს არის დიდი აბსურდი, როცა უფლებადამცველს უსაფრთხოების სამსახურში იბარებენ იმის გამო, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტს ინფორმაცია მივაწოდეთ იმ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაშია

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა