“ლივერპულის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯონ ოლდრიჯმა “ბრენტფორდისა” და “ლივერპულის” (3:2) მატჩის შემდეგ “მერსისაიდელთა” მეკარე, გიორგი მამარდაშვილი გააკრიტიკა.
როგორც ბრიტანელმა Liverpool Echo-სთან ინტერვიუში განაცხადა, ქართველმა მეკარემ “ფუტკრებთან” რამდენიმე არაზუსტი გადაცემა გააკეთა, რასაც “ლივერპულის” კარში გოლი მოჰყვა.
“თვალებს ვერ ვუჯერებდი, როდესაც დავინახე როგორ გაუკეთა გიორგი მამარდაშვილმა კონორ ბრედლის რამდენიმე გადაცემა სახიფათო ზონაში, რასაც პირველივე წუთებიდან ხიფათი და “ბრენტფორდის” გოლი მოჰყვა.
მამარდაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ასეთ რაღაცებს ხშირად სახიფათო მომენტები მოჰყვება და სამარცხვინო სულაც არ არის, თუ ბურთს შორს მოიგერიებს. მისი ეს ქმედება გულუბრყვილო და გამაოგნებელი იყო”, – განაცხადა ოლდრიჯმა.
შეგახსენებთ, “ლივერპული” 15 ქულით მეშვიდე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 29 ოქტომბერს ჩაატარებს – თასის მერვედფინალში “კრისტალ პალასს” უმასპინძლებს.
“საერთოდ არ მაინტერესებს არნე სლოტი ჩვენზე რას ამბობს” – რუბენ ამორიმმა კრიტიკოსებს მიმართა
“ლივერპული”, “ბაიერნი” და მადრიდის “რეალი” “კრისტალ პალასის” მცველისთვის იბრძვიან
“ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის” – 64 წლის ასაკში “ვალენსიას” ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
“კელეჰერი მამარდაშვილზე უკეთესია” – “ლივერპულის” ყოფილი ფორვარდი “მერსისაიდელებს” აფრთხილებს
გამარჯვება ოთხი წაგების შემდეგ – მამარდაშვილის “ლივერპულმა” “აინტრახტი” დაჯაბნა
[VIDEO] მამარდაშვილის ეფექტური მოგერიებები – “ლივერპული” “ბრენტფორდთან” დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა “ბრენტფორდთან” მატჩში?
კვარაცხელია და დემბელე კვლავ ერთად – დღეს საინტერესო მატჩებია
იქამდე მამარდაშვილი ითამაშებს – სლოტმა ალისონის დაბრუნებაზე კომენტარი გაკეთა




