როდესაც გერმანიის ელჩ ფიშერთან მივიდნენ ადამიანები, თურმე ეს ყოფილა სისხლის სამართლის დანაშაული და ამავე დროს, მათი დაფინანსებით ხდება არასრულწლოვან ბავშვებთან ერთად მყოფ მარიამ ლაშხთან მივარდნის გამართლება, ეს არის ორმაგი სტანდარტი, დაუშვებელია, ევროპიდან საქართველოში ფინანსდებოდეს სიძულვილის კამპანიები

როდესაც გერმანიის ელჩ ფიშერთან მივიდნენ ადამიანები, თურმე ეს ყოფილა სისხლის სამართლის დანაშაული და ამავე დროს, მათი დაფინანსებით ხდება არასრულწლოვან ბავშვებთან ერთად მყოფ მარიამ ლაშხთან მივარდნის გამართლება, ეს არის ორმაგი სტანდარტი, დაუშვებელია, ევროპიდან საქართველოში ფინანსდებოდეს სიძულვილის კამპანიები
დაუშვებელია, ევროპიდან საქართველოში ფინანსდებოდეს სიძულვილის კამპანიები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ დეპუტატ მარიამ ლაშხზე თავდასხმასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის არა მარტო ორგანიზებული, არამედ პირდაპირ გარედან დაფინანსებული კამპანია და ამ კამპანიას აწარმოებენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ქვეყნის გარედან იღებენ დაფინანსებას.
„ძირითადად ეს არის ევროპული ბიუროკრატიისგან გაცემული ფინანსები. ეს შემაშფოთებელია, დაუშვებელია, ევროპიდან საქართველოში ფინანსდებოდეს სიძულვილის კამპანიები. არასრულწლოვან ბავშვებთან ერთად იყო მარიამ ლაშხი, როდესაც მას მიუვარდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და აყენებდნენ შეურაცხყოფას. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი.
მინდა შეგახსენოთ, რომ რამდენიმე დღის წინ საგარეო საქმეთა სამინისტროში შემოვიდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა, სადაც საუბარია იმაზე, რომ როდესაც ელჩთან, ბატონ ფიშერთან მივიდნენ ადამიანები, სხვათა შორის ბევრად უფრო რბილი ფორმით, თურმე ეს ყოფილა სისხლის სამართლის დანაშაული. ამავე დროს, მათი დაფინანსებით ხდება იმ ფაქტის გამართლება, რაც უკავშირდებოდა არასრულწლოვან ბავშვებთან ერთად მყოფ მარიამ ლაშხთან მივარდნას. ეს არის ორმაგი სტანდარტი. ევროპული ბიუროკრატია არის სრულიად ტრაგიკულ მდგომარეობაში და ეს, რა თქმა უნდა, აისახება მთლიანად ევროკავშირის იმიჯზე ჩვენს ქვეყანაში. არ შეიძლება, ასეთ ტრაგიკულ დონემდე დავიდეს ევროპული ბიუროკრატია, როდესაც ისინი ხელმძღვანელობენ ორმაგი სტანდარტებით, როდესაც მათთვის არ არსებობს არავითარი სამართლიანობის პრინციპი, სამართლის უზენაესობის პრინციპი. იმედი მაქვს, რომ ევროპაში ეს ტრაგიკული მდგომარეობა შეიცვლება“, – აღნიშნა მ.
Previous: როდესაც ადამიანს აქვს 11 წელი შეფარდებული და ოპერაციის საფუძველზე აკავებენ, ეს თავიდან ბოლომდე კანონიერია, თუ ეს მართლაც ასე მოხდა, შესაბამისი ორდენიც ეკუთვნით ოპერაციის ავტორებს

ასევე დაგაინტერესებთ

ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით ერემეიშვილი: ვიცი ყველა უბნის პრობლემა, ბოლო წლების განმავლობაში განახლებულია 8 სპორტული დარბაზი, სპორტული მოედანი მოეწყობა თითქმის ყველა უბანში, ასევე, დასრულებულია ტენდერი, რომელშიც გათვალისწინებულია 30-მდე რეკრეაციული სივრცე

ხელი მოეწერა განკარგულებებს, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე ათეული საფეხბურთო ცენტრის შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს არის ინვესტიცია არა მხოლოდ მაღალი მიღწევების სპორტში, ეს არის ინვესტიცია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პაატა ჩადუნელი: მზად ვარ, რომ ხაშურისთვის მაქსიმალური გავაკეთო – ჩვენი გუნდი გააგრძელებს იმ პროექტებს, რომლებიც შექმნის გამართულ ინფრასტრუქტურას მუნიციპალიტეტში