როდესაც გადადიხარ ძალადობაზე და გაქვს სურვილი, მოაწყო სახელმწიფო გადატრიალება, ეს არ გამოვა, მეგობრებო

„დღეს სახელმწიფო არის მოწოდების სიმაღლეზე თავისი ინსტიტუციებით და, რა თქმა უნდა, ყველა დანაშაულს მოჰყვება რეაგირება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა მ რესტორან „ბაბილოსთან“ მომხდარ ფაქტზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, ის მოქალაქეები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს დააკავეს, პოლიციელების მისამართით სხვადასხვა საგანს ისროდნენ, რომლის დამადასტურებელი არაერთი კადრი არსებობს.
„ვინ არის უსამართლოდ დაკავებული, შეგიძლიათ, მითხრათ? ისინი პოლიციელებს ესროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“, ქვებს და ამის დამადასტურებელი უამრავი კადრი არსებობს. ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ: როდესაც პოლიცია დგას თავისთვის, პარლამენტის შენობასთან, მასთან მიდის ძალადობრივი ჯგუფი, ესვის ქვებს, „მოლოტოვის კოქტეილებს“, ჯოხებს, ცხადია, ეს რეაგირების გარეშე ვერ დარჩება. გაქვთ სურვილი, რომ არ არსებობდეს აღნიშნული ინსტიტუციები, ჩამოიშალოს, მაგრამ ვერ ეღირსებით. დღეს საქართველო, სახელმწიფო არის მოწოდების სიმაღლეზე თავისი ინსტიტუციებით – ქვეყანაში დაცული იქნება წესრიგი და, რა თქმა უნდა, ყველა დანაშაულს მოჰყვება რეაგირება“, – განაცხადა მ.
მისივე თქმით, როდესაც მოქალაქეები მშვიდობიანად გამოხატავენ პროტესტს, არავის დაკავება არ ხდება, მაგრამ როდესაც აქცია ძალადობრივ ხასიათს იღებს, სამართალდამცველები მოქმედებენ კანონის ფარგლებში.
„გუშინ, გუშინწინ, მთელი ამ დღეების განმავლობაში მიმდინარეობს აქციები რუსთაველის გამზირზე, ხომ დამეთანხმებით? ვინმე ვინმეს გამოჰკიდებია ან დაუკავებია? იმიტომ, რომ მშვიდად მიმდინარეობს აქცია. მშვიდ ვითარებაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატოს თავისი მოსაზრება, მაგრამ როდესაც გადადიხარ ძალადობაზე, გაქვს სურვილი, მოაწყო რევოლუცია, სახელმწიფო გადატრიალება, ეს არ გამოვა, მეგობრებო. აიღეთ ბერლინის მაგალითი; „ყვითელჟილეტიანების“ აქციები აიღეთ საფრანგეთში, რა მოხდა, როგორ მუშაობს პოლიცია. ეს არის სახელმწიფოებრიობა და არ გამოგივათ ეს რევოლუციები. არსებობს და მისი საშუალებით ხდება ხელისუფლების ცვლილება. არჩევნებში დამარცხდით, დაგამარცხათ ქართველმა ხალხმა. 1 200 000-მა ადამიანმა მხარი დაუჭირა მშვიდობას და უთხრა არა – ფაშიზმს. ხართ დამარცხებულები, მაგრამ ხართ ამ ქვეყნის მოქალაქეები და შესაბამისად, მოგიწევთ, დაექვემდებაროთ კანონმდებლობას, იმოქმედოთ კანონის ფარგლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი უწყებების მხრიდან ყოველთვის იქნება რეაგირება“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვფიქრობ, რომ სათანადო შეფასების პირობებში, „ლელოს“ არაკონსტიტუციურად ცნობას არაფერი დაუდგება წინ, ეს არის ჩემი პოზიცია, თუმცა ამაზე გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო

ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე და განვიხილეთ, მათ შორის, თანამშრომლობის ძალიან კონკრეტული საკითხები, ეს ვიზიტი იყო კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ქართულ-ჩინული ურთიერთობების უფრო გაღრმავების გზაზე