“როდესაც ბრძოლა ეხება ჩვენი დიდებული ერის გამარჯვებას, მზად უნდა ვიყოთ, გავწიროთ საკუთარი თავი!” – სინდისის პატიმრის წერილი ციხიდან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ლუკა ხიზაძე, რომელიც გამთენიისას დააკავეს, დიღმის იზოლატორიდან წერილს აგზავნის – ახალგაზრდა წერს, რომ თავს მხნედ გრძნობს და საზოგადოებას რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში მალე შეუერთდება.
წერილს ტვ პირველი აქვეყნებს.
“მოგესალმებით. მხნედ და იმედიანად ვარ, ჩემზე არ ინერვიულოთ. აუცილებელია, თქვენ გააგრძელოთ ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ, მეც მალე შემოგიერთდებით. როდესაც ბრძოლა ეხება ჩვენი დიდებული ერის გამარჯვებას, ქართული სულის აღზევებას, ქვეყანაში არსებული სიბოროტის დამარცხებას, უკლებლივ ყველა მზად უნდა ვიყოთ, გავწიროთ საკუთარი თავი! საქართველო გაიმარჯვებს და მიაღწევს იმ ისტორიულ მიზანს, რომელსაც ქვია ევროპულ ოჯახში დაბრუნება. მინდა მადლობა გადავუხადო ამ ბრძოლის პატივსაცემი ჯარისკაცებს, ბექა ხოხობაშვილს და ყველა ღირსეულ ადვოკატს, რომლებიც იბრძვიან ჩემი და საქართველოს თავისუფლებისთვის. მიყვარხართ, გავიმარჯვებთ სახელოვნად!”. – წერია წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ

ბესო დონაძე – მხოლოდ ლილუაშვილი და მიქაუტაძე ვერ დაალაგებდა ამხელა სქემას, ასეთ საკითხებს სჭირდება პრემიერის განკარგულება – „ოცნების“ მხარდამჭერს კორუფციაზე პრობლემა არ აქვს, ამიტომ დააკავშირეს ლილუაშვილი ოპოზიციასთან

ადვოკატი – გრიგოლ ლილუაშვილი არ დამალვია გამოძიებას, ჩხრეკა რომ ჩატარდა მის სახლში, იმის შემდეგ ელოდებოდა გამოძახებას, რათა ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა – მის პოზიციას ბრალდების წარდგენის შემდეგ შევიტყობ