როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციების ეგიდით შენ ეძახი კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ე.წ პოლიტიკოსებს, აქ უკვე არავის კითხვა არ უნდა გაუჩნდეს, თუ რატომ მიიღო თავმოყვარე ქვეყანაში არჩეულმა პოლიტიკურმა გუნდმა გადაწყვეტილება, რომ არ მიიღოს მონაწილეობა უსამშობლოების მიერ დაორგანიზებულ სამიტში
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საუბრისას განმარტა, თუ რატომ არ მიიღო საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ მონაწილეობა ევრონესტის სამიტში. კირცხალიას განცხადებით, ამ აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე პასუხი ძალიან მარტივია, რამდენადაც ევრონესტის სამიტის ორგანიზატორი რასა იუკნევიჩიენია.
„ძალიან მარტივია ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი. მიზეზი არის შემდეგი: ერთი, პირველ რიგში გასაგებია, რომ ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყანა, სასომხეთი არის მასპინძელი ამ სამიტის, ეს არის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, რომელსაც მართავს, პირველ რიგში, რასა იუკნევიჩიენე. ჩვენ ვიცით ვინ არის რასა იუკნევიჩიენე და ვიცით, ვინ არის კოლექტიური იუკნევიჩიენე ევროპარლამენტში. როდესაც ამ ყველაფერთან ერთად ვიცით მათი დამოკიდებულება, ვიცით მათი პოლიტიკური შეხედულება, ვიცით მათი პირდაპირ პარტიული აქტივობა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სათავეში ქვეყნის გარედან, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციების ეგიდით შენ ეძახი კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ე.წ პოლიტიკოსებს აქ უკვე არავის კითხვა არ უნდა გაუჩნდეს, თუ რატომ მიიღო თავმოყვარე ქვეყანაში არჩეულმა პოლიტიკურმა გუნდმა გადაწყვეტილება, რომ არ მიიღოს მონაწილეობა კიდევ ერთ უსამშობლოების მიერ ნაკარნახევ და შემდეგ მათი პატრონის, იუკნევიჩიენეს მიერ დაორგანიზებულ სამიტში, ეს ნათელია და დარწმუნებული ვარ ნათელი იქნება ჩვენი სომეხი მეგობრებისთვისაც”,- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ. ცნობისთვის, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას წერილობით აცნობა, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ერევანში გამართულ ევრონესტის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობას არ მიიღებდა.




