როდესაც ამდენი წლის შემდეგ ისევ საარჩევნო თემით მოდის და ისევ გაყალბებაზე ლაპარაკობს, მინიმუმ, ძალიან უხერხულია და უფრო მეტად უტიფრობასთან გვაქვს აქ საქმე” – რატი იონათამიშვილი EPDE-ის ანგარიშზე

როდესაც ამდენი წლის შემდეგ ისევ საარჩევნო თემით მოდის და ისევ გაყალბებაზე ლაპარაკობს, მინიმუმ, ძალიან უხერხულია და უფრო მეტად უტიფრობასთან გვაქვს აქ საქმე” – რატი იონათამიშვილი EPDE-ის ანგარიშზე
თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა ევროპული პლატფორმა “დემოკრატიული არჩევნებისთვის” მიერ გამოქვეყნებული ანგარიში. ორგანიზაცია EPDE-ი ამტკიცებს, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებზე 29 “ყალბი” დამკვირვებელი გამოავლინა, რომლებიც, მათივე თქმით, არჩევნებისთვის საქართველოს ხელისუფლებას ლეგიტიმურობის ილუზიის შექმნაში ეხმარებოდნენ.
ირკვევა, რომ ორგანიზაცია, რომელმაც ეს ანგარიში გამოაქვეყნა, ISFED-ის დაფუძნებულია, “სამართლიანი არჩევნების” ყოფილი ხელმძღვანელი, ელენე ნიჟარაძე კი ამ ორგანიზაციაშია დასაქმებული.
“ქართული ოცნების” წევრმა, რატი იონათამიშვილმა ნიჟარაძის ხელმძღვანელობის პირობებში, 2020 წლის არჩევნების პარალელური დათვლის შედეგების ცდომილება და გაყალბებული მონაცემები გაიხსენა.
“ერთადერთი, რითაც ამ ქალბატონმა აქამდე თავი დაგვამახსოვრა, არის 2020 წლის , როდესაც მან PVT-ის კვლევების შედეგები გააყალბა. მაშინ მისმა დამსაქმებლებმაც ვერ უარყვეს გაყალბების და შემდეგ ამ გაყალბების დამალვის ფაქტი და იძულებულები იყვნენ, რომ ეს ადამიანი გაეთავისუფლებინათ დაკავებული პოზიციიდან. ახლა, როდესაც ამდენი წლის შემდეგ, ისევ საარჩევნო თემით მოდის და ისევ გაყალბებაზე ლაპარაკობს, მინიმუმ, ძალიან უხერხულია და, ვფიქრობ, უფრო მეტად უტიფრობასთან გვაქვს აქ საქმე”, – აცხადებს რატი იონათამიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს