!!! ცოლზე ფიზიკურად მრავალგზის მოძალადე ვინმე დ.ზ სასამართლომ ვადაზე ადრე გაათავისუფლა (ყოჩაღ სასამართლოს) და ვითომ ელექტრონული სამაჯურიც გაუკეთა. თუმცა, აღმოჩნდა რომ ეს სამაჯური ის კი არ იყო, რასაც მოძალადეებს უკეთებენ მსხვერპლის დასაცავად, არამედ მხოლოდ იმას აკონტროლებდა, ღამეს სად ათევდა ეს კაცი. (სამაჯურის არასათანადოდ გამოყენებაა ეს ოჯახში ძალადობის დროს).
ამ მოძალადემ გათავისუფლებისთანავე დაურეკა ყოფილ ცოლს და დაემუქრა მოკვლით. ქალი ეგრევე წავიდა პოლიციაში, იქ დააწერინეს სრულიად იდიოტური და ყველაფერთან შეუსაბამო განცხადება, წაუყრუეს მუქარას და საფრთხეს და დაიკიდეს ფეხზე. (ესაა სამსახურეობრივი გულგრილობა!). მოძალადე თავს დაესხა ქალს და მიაყენა 11 ჭრილობა სიცოცხლისთვსი სახიფათო ორგანოებზე. საბედნიეროდ, ქალი გადარჩა და რა ხდება ახლა. 21 დღე გავიდა და ეს კაცი ვერ იპოვნეს. რატომ ვერ იპოვნეს? იმიტომ რომ არ ეძებენ! მოვიკითხეთ და განყოფილებებში დავაგზავნეთ ძებნაო. ეგ რა ძებნაა??? ამ კაცის ფოტოს თქვენ თუ არ გამოდებთ, მე გამოვდებ, იცოდეთ! და გამომეკიდოს მერე კუდში თქვენივე გაუქმებული პირად მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. უფრო უარესი გითხრათ: ქალს დღეს არ იცავს არავინ! და არავის გაუწევია კონსულტაცია, თუ როგორ უნდა დაიცვას თავი, თუ ისევ მოძალადეს გადაეყარა. პროკურორს დავურეკეთ წეღან ამ ჩივილებით და წერილობით მოგვმართეთო… წერილები კი არა, ახლავე თუ არ გამოუყოფთ ამ ქალს დაცვას, ახლავე თუ არ გამოაცხადებთ იმ კაცზე საჯაროდ ნამდვილ ძებნას, ყველა შესაძლო და შეუძლებელ ინსტანციაში გათრევთ სახით, თქვე უსაქმურებო! როგორ წირავთ ამ ქალს მეორეჯერ სიკვდილისთვის?! მშვიდობიან მომიტინგეებს ხომ დასდევთ ძუნძულით და მოძალადეს და მკვლელს რატომ არ დასდევთ??? დარწმუნებული ვარ თავისივე სახლში გდია ის კაცი არხეინად, ან ვინმე ნათესავთან, როგორც ყოველთვის. ან რატო არ ეგდება, რო?! იცის, რომ მას არავინ ეძებს, პოლიცია სისულელებითაა დაკავებული ამ ქვეყანაში და სულ დაავიწყდა მისი ნამდვილი საქმე! გაიღვიძეთ და გაინძერით!!! მომინდომეს აქ წერილების წერა… რათ უნდა ამას წერილები? თქვენი საქმე აკეთეთ!!! დაწერილია უკვე ყველაფერი კანონში და შეასრულეთ კანონი და საკუთარი მოვალეობა!!! შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia საქართველოს იუსტიციის სამინისტრო პ.ს. აქვე შეგახსენებთ, რომ საფარი • Sapari დაყადაღებულია და მოხალისეობრივ საწყისებზე აგრძელებს მუშაობას.




