“როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდეს ნებისმიერ ქვეყანაში და ოპოზიციის მოწყობილ აქციაში მიიღოს მონაწილეობა?” – კალაძე უცხოელ სტუმრებზე

“როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდეს ნებისმიერ ქვეყანაში და ოპოზიციის მოწყობილ აქციაში მიიღოს მონაწილეობა?” – კალაძე უცხოელ სტუმრებზე
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი მიღებულია. ეს არის სრულიად ქართული კანონი, რომელმაც უნდა დაიცვას ჩვენი ქვეყნის ინტერესები, დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი, დაიცვას ქვეყანა უცხოური ძალების გავლენებისგან, სახელმწიფო გადატრიალების საფრთხისგან, რათა შეძლოს საქართველოს მოსახლეობამ, მშვიდ და სტაბილურ გარემოში გამოხატოს საკუთარი ნება, გააკეთოს არჩევანი და თავად გადაწყვიტოს ქვეყნის ბედი. რასაკვირველია, ეს არ იყო მარტივი პროცესი. ჩვენს მოსახლეობას, შიდა თუ გარე ძალებმა პირდაპირ აუკრძალეს, ჰქონოდა ინფორმაცია, ვინ არის მოყვარე და ვინ მტერი. უფრო მეტიც, საზოგადოებას აუკრძალეს, გასცნობოდა კანონპროექტს და ემსჯელა მის ავკარგიანობაზე. მიუხედავად არაერთი შეთავაზებისა, კანონპროექტი გამხდარიყო ფართო მსჯელობის საგანი, ყველა მხრიდან იყო უგულებელყოფილი.

ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ – თუ ვინმეს სურვილი აქვს, ხელისუფლება შეცვალოს, ეს უნდა მოხდეს ს გზით. ამას გადაწყვეტს არა გარე ძალები და გარედან ჩარევა, არამედ მისი აღმატებულება საქართველოს მოსახლეობა. სწორედ ის იღებს გადაწყვეტილებას, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში და ვინ არა. საბედნიეროდ, დღეს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დაცულია, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება მშვიდობიანი გზით გამოხატოს საკუთარი პროტესტი, თუმცა ჩვენ ვიხილეთ პროტესტის ძალადობრივი ფორმებიც, რომლის უკან რეალურად დგანან რადიკალი რევანშისტი პოლიტიკოსები, რომელთა დღის წესრიგში მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო გადატრიალების გზით ხელისუფლებაში მოსვლაა, რადგან ზუსტად იციან, რომ არჩევნებით ამის არანაირი შანსი არ გააჩნიათ.

სამწუხაროდ, ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას ხელს უწყობენ უცხოელი პოლიტიკოსები. ამის საუკეთესო მაგალითი ვიხილეთ წინა დღეებში, როცა ისინი აქციაზე მივიდნენ და სიტყვით გამოვიდნენ. ეს არის პირდაპირი ჩარევა უცხო ქვეყნის საქმეებში. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდეს სომხეთში, ერევანში ან ნებისმიერ ქვეყანაში და ოპოზიციის მოწყობილ აქციაში მიიღოს მონაწილეობა? მინდა, მოსახლეობას გავახსენო გასული წლები – 2020 წელს, როდესაც საპარლამენტო არჩევნები დასრულდა, პარალელური დათვლები, რომელიც USAID-ის დაფინანსებით ჩატარდა, გააყალბეს. ამაზე დაყრდნობით, ოპოზიციას რევოლუციის მოწყობის მცდელობა ჰქონდა; 2021 წელს ჟურნალისტებს ჰქონდათ რევოლუციის მოწყობის მცდელობა; 2022 წელს არასამთავრობო ორგანიზაციები გვიწყობდნენ რევოლუციას; 2024 წელს კი, დონორების მიერ დაანონსებულ რევოლუციურ სცენარს ვხედავთ. ყველა მსგავსი სცენარი და რადიკალიზმი განწირულია მარცხისთვის.

აღნიშნული კანონი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნოთ. დღეს, ისე არაფერი სჭირდება ჩვენს ქვეყანას, როგორც სიმშვიდე. სავარაუდოდ, პრეზიდენტი გამოიყენებს ვეტოს უფლებას. პრემიერ-მინისტრმა უკვე განაცხადა, რომ ვეტოს შემთხვევაში, თუ რაიმე სამართლებრივი არგუმენტი არსებობს, რისი შესწორებაც შეიძლება, მზად ვართ თანამშრომლობისთვის. ასევე, საქართველოში მყოფმა -ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო’ბრაიენმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მთელი რიგი ნაბიჯები გადადგა ევროინტეგრაციის გზაზე და ქვეყნის ევროპული კურსი კონსტიტუციით გაამყარა. დიახ, საქართველოს არაფერი შეუშლის ხელს ევროინტეგრაციის გზაზე. ევროპული მომავალი ეს არის „ქართული ოცნების“ დაპირება და რაც მთავარია, ჩვენი ხალხის ურყევი სურვილი“

ისაუბრა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენც გვაქვს დასამტკიცებელი ევროკავშირთან, რომ პირნათლად ვმოქმედებთ და ანალოგიურად, ევროკავშირსაც აქვს დასამტკიცებელი ჩვენთან, რომ სათანადოდ სცემს პატივს მშვიდობას, ღირსებას და კეთილდღეობას ჩვენი ქვეყნისთვის