როგორ “ჩაუშვა” ივანიშვილმა კობახიძე – “ეს უმრავლესობის სხდომაზე თქვა” – გედევან ფოფხაძე

პარლამენტის ყოფილი წევრი, გედევან ფოფხაძე, პალიტრანიუსთან, პრემიერ–მინისტრზე, ირაკლი ზე საუბრისას, ამბობს, რომ კობახიძემ ისინი ივანიშვილთან ‘ჩაუშვა” და ივანიშვილმა კი კობახიძე მათთან:
კობახიძეს არანაირი მორალური ღირებულებები, ზნეობრივი ჩარჩოები არ გააჩნია. ის იქ მოიყვანეს მარტო იმიტომ, რომ ის იყო ხუთოსანი ჩამშვები. მისი ამოცანა იყო, მე თუ რაიმე კრიტიკულს ვიტყოდი, მიეტანა ივანიშვილამდე. როცა უმრავლესობის სხდომაზე საუბრობდა ივანიშვილი ჩვენ დისციპლინაზე, ჩემზე, ბექა ნაცვლიშვილზე და ლევან კობერიძეზე, ასეთი დღის წესრიგი ქონდა ივანიშვილს, თქვა, აი, გედის ველაპარაკეო, ლევანი არ არისო და მიუბრუნდა კობახიძეს და ბექაზე რა მითხარიო? გავიგეთ, ვინ არის ჩამშვები… ეს ისეთი მომენტია, კლასში რომ პირდაპირ ხელს დაადებენ მოსწავლეს, აი, ამან გვითხრა, რომ შენ ჩატეხე ფანჯარა…

ასევე დაგაინტერესებთ