როგორ შეცვალა საბანკო კრედიტმა ფეხსაცმელში მცხოვრები ქალის ბედი — Experian-ის ზღაპარი

პირადი ფინანსების ხალისდაკარგულ სამყაროში Experian მიზნად ისახავს, გარკვეული ოპტიმიზმი შეიტანოს… Better Your Story-ით მოუწოდებს ადამიანებს, აკონტროლონ თავიანთი ფინანსური მომავალი იმის ჩვენებით, თუ როგორ შეუძლია მცირე, ინფორმირებულ ქმედებებს უკეთესი შედეგების გამოწვევა. ამის გადმოსაცემად კი საბავშვო ზღაპრებს იყენებს და გვაჩვენებს ნაცნობ ისტორიებს, რომლებშიც მცირე დახმარებამ ყველაფრის შეცვლა შეძლო.
უფრო ზუსტად, ფილმში ფეხსაცმელში მცხოვრებ ქალზე გვიყვებიან, იმაზე თუ როგორ შეძლო Experian-მა მისთვის უკეთესი იპოთეკური სესხის შეთავაზება და დახმარება, გადასულიყო ახალ სახლში — „იყო და არა იყო რა, BBH-მ თანამედროვე ზღაპარი შექმნა, რათა მსოფლიოსთვის საკრედიტო შესაძლებლობების შესახებ მოეყოლა. და სარეკლამო სამყარო მას შემდეგ დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდა. დასასრული“.
ამგვარად, კამპანიაზე BBH-ს სააგენტომ იმუშავა.
www.marketer.ge