ისრაელთან ვერმოგებული ამხანაგურის (2:2) შემდეგ, საქართველოს ნაკრები წლის მეორე მატჩს კაუნასში, ლიეტუვასთან ჩაატარებს – კვირას, ჩვენი დროით 17:00 საათზე.
ვილი სანიოლის მხრიდან შემადგენლობაში როტაციას ველით. წესით, მთავარმა მწვრთნელმა ახლა მათ უნდა დააკვირდეს, თბილისში ცოტა დრო რომ მიეცა. ვნახოთ, ფრანგი მოკლე დროში რა დასკვნებს გამოიტანს დაპირისპირისპირებიდან, სადაც ნაკლები გუნდურობა თუ გააზრებული თამაში და მეტი ინფივიდუალურობა იყო – კაპიტნისა და ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესრულებით.
მეკარის ცვლილების საკითხი ყოველთვის განსხვავებულია, მაგრამ მოსალოდნელია, დრო ლუკა გუგეშაშვილმა მიიღოს (მესამე მეკარე დავით კერესელიძეა). ბოლო დროს საბერძნეთში ის თამაშობს. რაც შეეხება გიორგი მამარდაშვილს, წინ “მანჩესტერ სიტი” და პსჟ ელის.
ლაშა დვალის საქმეში ხილვა ნამდვილად გვაინტერესებს. თუკი სამომავლო გათვლებზე ვსაუბრობთ, მისი ხილვა ილია ბერიაშვილთან ერთად საინტერესო იქნება. ეგაა, არ ვიცით, სანიოლი რამდენი მცველით ითამაშებს. დვალი და ლოჩოშვილი ერთად მხოლოდ 3 უკანახაზელის პირობებში თუ იქნებიან.
გიორგი გოჩოლეიშვილმა და ირაკლი აზაროვმა აუცილებლად უნდა ითამაშონ, რომელი განლაგებაც არ უნდა ავირჩიოთ.
გიორგი ჩაკვეტაძის სასტარტოში ხილვა ისე მოგვენატრა, გვინდა იყოს, მაგრამ არ ვიცით, რამდენის სათამაშოდაა მზად. ბუდუ ზივზივაძე – ვისაც თბილისში არ უთამაშია და რაღაც წუთები აუცილებლად მიეცემა.
ლიეტუვის ნაკრები ზედიზედ მეორე გამარჯვების მოპოვებას ეცდება. რამდენიმე დღის წინ მათ მოლდოვას სრუმრად (2:0) აჯობეს. ივნისში ბალტიის თასზე ლატვიასთან დაპირისპირებაა, სექტემბრიდან კი “ერთა ლიგის” D ჯგუფში აზერბაიჯანი და ლიხტენშტაინი ელით.
საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვასთან ბოლოს 2018 წელს ითამაშა და ამხანაგურ მატჩში დიდი ანგარიშით (4:0) დაამარცხა. ქართველებიდან ვინც იმ მატჩში მონაწილეობდნენ, ახლა გუნდში მხოლოდ დვალი და ჩაკვეტაძე (სანაკრებო დებიუტი და გოლი ჰქონდა) არიან. ბოლო ოფიციალური მატჩები “ჯვაროსნებს” ცუდად ახსოვს, 2007 წელს ჯერ კაუნასში (0:1), შემდეგ კი შინ (0:2) წააგეს. კაუნასში ქართველებს დიდი ანგარიშითაც (4:0) გაუმარჯვიათ, სადაც გიორგი ქინქლაძის ბოლო მატჩი და ბოლო სანაკრებო გოლი ვნახეთ.
“ცელიეში” მოთამაშე არმანდას კუჩისი დღესისთვის გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. 21 წლის ნახევარმცველი, გვიდას გინეიტასი “ტორინოში” ასპატრზობს. “რიეკაში” მოთამაშე იუტას იუსტას ლაცისკასი ეროვნულ გუნდში 68-ე მატჩს ჩაატარებს.
ხვიჩა კვარაცხელიამ ნაკრებში 22-ე გოლი გაიტანა, გიორგი მიქაუტაძე ჩამოიტოვა და შოთა არველაძეს ძალიან მიუახლოვდა. ვნახოთ, ეს ამბები როგორ გაგრძლედება.
საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა: გუგეშაშვილი – გოჩოლეიშვილი, ბერიაშვილი, დვალი, აზაროვი – მექვაბიშვილი, გ.მამაგეიშვილი, ჩაკვეტაძე – დავითაშვილი, მიქაუტაძე, კვარაცხელია.