“ტვ პირველის” ეთერში მომღერალმა ნოდიკო ტატიშვილმა ქვეყანაში მიმდინარე მოველენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ახალ წელს სცენაზე იდგეს და იმღეროს როცა იცის რომ უდანაშაულო ხალხი ციხეში ზის.
“ეს ყველაფერი ჩვენ მხოლოდ გვაბრაზებს, იცით როგორი ბრაზი მაქვს, რომ ვთქვა რომ არაფერზე არ ვბარზდები და ამ ყველაფერს ღიმილით ვუყურებ მოგატყუებთ.
ბრაზი არი გამომდინარე იქიდან რაც ჩვენ ვნახეთ ბოლო პერიოდში, როდესაც მშობლები 9 აპრილის ისტორიას მიყვებოდნენ ჩვენ ვიცოდით ვინ გვებრძოდა, იმიტომ რომ ჩვენი მტერი ერთადერთია, რუსეთი, მაგრამ მე ვერ წარმოვიდგენდი თუ ჩემით თვალით ვხედავდი იმას რაც დღეს ხდება.
ქართველი ქართველს ასისხლიანებს, სასიკვდილოდ იმეტებს, ყველამ კარგად ვიცით რომ ამ მთავრობისგან დემოკრატია არ გამოვა და ხავსს ეჭიდება. ეს ყველაფერი დასრულდება.
როგორ შეიძლება ახალ წელს სცენაზე დავდგე და ვიმღერო, როცა ვიცი რომ უდანაშაულო ხალხი ზის ციხეში.”- თქვა ნოდიკო ტატიშვილმა.