2026 წელს ლარის გაცვლითი კურსი სავარაუდოდ მცირედით გაუფასურდება, – ამის შესახებ “თიბისი კაპიტალის” მომავალი წლის პროგნოზებშია საუბარი.
როგორც ორგანიზაციის მაკრო-ეკონომიკურ პროგნოზებში ვკითხულობთ, მომავალ წელს ლარი აშშ დოლართან მიმართებით 2.83-მდე გაუფასურდება, ხოლო ევროსთან მიმართებით 3.40 ლარამდე.
რაც შეეხება სხვა მონაცემებს, „თიბისი კაპიტალის“ პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 4.5% იქნება, ინფლაცია 3.6%, ხოლო რეფინანსირების განაკვეთი 7.5%-მდე შემცირდება.




